Tuesday, November 29, 2011

არასდროს დამიკარგავს ფორმულა ერთში რბოლის სურვილი

ინტერვიუ კიმი რაიკონენთან
Lotus Renault interview with Kimi Raikkonen
29 ნოემბერი
– კიმი, თქვენმა დაბრუნებამ ბევრი გაახარა. რატომ დაბრუნდით?
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ფორმულა ერთში რბოლის სურვილი არასდროს დამიკარგავს. ეს სურვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გამიძლიერდა, რაც ნასქარ–ის რბოლებში მივიღე მონაწილეობა. რალიში რბოლა დროზეა, ტრეკზე კი ყველა ერთადაა და ეს უფრო საინტერესოა.

ესეც რომ არა, ფორმულა ერთიდან დამიკავშირდნენ. საინტერესო მოლაპარებები მქონდა, შემდეგ კი „ლოტუს რენოსთანც“ მივედი და ყველაფერი მათთან კონტრაქტის დადებით დასრულდა, რიტაც ძალიან კმაყოფილი ვარ.

– რატომ აირჩიეთ „ლოტუს რენო“?
რეალურად, არჩევანი მხოლოდ ორი მქონდა. „ლოტუს რენო“ და „უილიამსი“. მოლაპარაკებების დროს, უფრო პერსპექტიული „ლოტუს რენოს“ შეთავაზება იყო. მიზეზიც ესაა.

– გასულ სეზონში ამ გუნდის გამოსვლებს თუ ადევნებდით თვალყურს?
შარშან ფორმულა ერთით ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული. ამ სეზონში მეტად, მაგრამ რომელიმე რჩეული გუნდი არ მყოლია. ბრაზილიის რბოლის ბოლო 20 წრეს ვუყურე და რამდენადაც „ლოტუს რენოსთან“ მქონდა მოლაპარაკება, განსაკუთრებით მისი შედეგები მაინტერესებდა. იმ მომენტში გადაწყვეტილი არაფერი იყო და ამიტომ, რბოლას უბრალოდ, ვუყურე და არავის ვქომაგობდი. რამდნიმე რბოლა ნანახი მაქვს, თუმცა მათდამი დიდი ინტერესი არ გამომიჩენია.

– როგორ ფიქრობთ, ფორმულა ერთი დიდად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც 2009 წელს იყო? – საბურავები, DRS და სხვა რამეები არ შეცვლიდნენ რბოლების ხასიათს?
ალბათ, ყველაზე მეტი განსხვავება საბურავებში იქნება. არა მგონია, მანქანები ძლიერ შეცვლილიყო. DRS (უკანა რეგულირებადი ფრთა) სიახლეა, მაგრამ მსგავს რამეს ადრეც ვიყენებდით. მაგალითად, გვქონდა ღილაკი, რომელიც წინა ფრთით მანიპულირების საშუალებას იძლეოდა. ახლა უკანა ფრთის გამოყენება შეგვიძლია. ვფიქრობ, მთავარი განსხვავება საბურავებშია.

– რა განსხვავებაა 2009 წლის კიმი რაიკონენსა და ახლანდელს შორის?
არ ვიცი. ორი წელი გავაცდინე. ამ დროის განმავლობაში, ფ1–ის მანქანა არც მიტარებია და მასში არც ვმჯდარვარ. ძალიან მაინტერესებს, რა შეიცვალა ამ დროში. მეც ასაკი მომემატა. რა თქმა უნდა, რალის რბოლებში ასპარეზობა ძალიან საინტერესო იყო და ძნელიც. ამ სეზონში უფრო გამიადვილდა, ვიდრე წინაში, მაგრამ მაინც, ეს ძალიან ძნელი სპორტია. ფ1–ში კი ვიცი, რა და როგორ მუშაობს. ნასქარ–შიც ბევრი რამ ჩემთვის უჩვეულო იყო. აქაურიბას კი ალბათ მალე შევეჩვევი.

– თქვენი სავარჯიშო რეჟიმი უკვე შეცვალეთ?
რალიში გამოსვლების პერიოდში, მე სულ ვვარჯიშობდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ფ1–ში დატვირთვები მეტია. თუმცა, გაცილებით მოკლე პერიოდში. რალიში კი რამდენიმე დღე გვიწევს რბოლა. ფორმულა ერთის შესაბამისი ვარჯიშები დაახლოებით ერთი თვის წინ დავიწყე. ყველაზე ძნელი ვარჯიშები კისრისაა, მაგრამ დრო მაქვს.

– როცა 2009 წლის ბოლო რბოლას იხსენებთ, ფ1–ის მანქანის მართვასთან დაკავშირებით, რა გახსენდებათ?
დამუხრუჭება. ეს ძალიან სწრაფად ხდება. თუმცა, რალის რბოლისას ცოტა ნაკლები დრო გაქვს ამისათვის. რალიში მეორე შანსი არ გეძლევა. შეცდები და რბოლასაც ეთიშები. იქ უსაფრთხოების ზონები და პარალელური ბილიკები არაა. ფ1–ში შეიძლება გარე რადიუსით გაიარო მოსახვევი, მაგრამ ეს პრობლემა არაა. პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის დროს შეიძლება ერთი წრე დაკარგო, მაგრამ რბოლაში ადგილსაც არ კარგავ. სამაგიეროდ, აქ გადატვირთვები გაცილებით ძლიერია. ამიტომ, კისრის სპეციფიკურ ვარჯიშებს ვასრულებთ. სხვა ყველაფერს მოევლება.

– მომავალ სეზონში, ტრასაზე მსოფლიოს ექვსი ჩემპიონი იქნება. რამდენად გააძლიერებს ეს თქვენს მოტივაციას?
მოტივაცია რომ არ მქონოდა, არ დავბრუნდებოდი. მოტივაციაზე ყოველთვის ბევრს ლაპარაკობენ ხოლმე, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს. მე ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები. კონტრაქტზე ჩემს ხელმოწერას არ დავტოვებდი, დარწმუნებული რომ არ ვიყო, რომ ეს მინდა. ასე რომ, საინტერესო იქნება დაბრუნება!

No comments:

Post a Comment