New Volvo V40 Five-Door Hatchback Teased Ahead of Geneva Motor Show
16 დეკემბერი
„ვოლვომ“ თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა სრულიად ახალი, საბურველ გადაფარებული ავტომობილის ფოტო ტიზერი. განმარტებაში წერია, რომ ეს ავტომობილი არის ახალი, კომპაქტური ხუთკარიანი ჰეჩბეკი, სახელად V40, რომელიც მალე ჰეჩბეკ C30–ს შეცვლის.
ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგის“ ჰოლანდიური ვერსიის ცნობით, ავტომობილი, რომელმაც კონკურენცია „ბეემვეს“ 1–ლ სერიას და „აუდის“ „A3 სპორტბეკს“ უნდა გაუწიოს, პირველად საზოგადოების წინაშე ჟენევის მოტორ შოუზე წარსდგება. ამავე გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, V40–ის სიგრძე 4.45 მეტრია, რაც 0.2 მეტრით მეტია C30–ის სიგრძეზე და 0.1 მეტრით ნაკლები უნივერსალ V50–ის სიგრძეზე.
მართალია, ფოტოზე მანქანა საბურველითაა დაფარული, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ის S60–ის სტილში იქნება შესრულებული. ამ ავტომობილის ბაზაზე კი, მომავალში შემდეგი თაობის სამკარიანი C30 დამზადდება. V40 და C30 ძრავების ახალ გამას მიიღებენ, რომელშიც დიზელის და ბენზინის ოთხცილინდრიანი აგრეგატები შევა. ეს აგრეგატები საწვავის უშუალო შეფრქვევის სისტემებით და ტურბოკომპრესორებით იქნება აღჭურვილი.
„ვოლვო“ V40–ის წარმოებას მაისში დაიწყებს.
No comments:
Post a Comment