Nico Hulkenberg joins Paul di Resta in Force India's 2012 Formula 1 driver line-up
16 დეკემბერი
მომავალ სეზონში, „საჰარა ფორს ინდიას“ მანქანებით, ბრიტანელი პოლ დი რესტა და გერმანელი ნიკო ჰულკენბერგი იასპარეზებენ. ჰულკენბერგი, ვინც გასულ სეზონში ინდური გუნდის სარეზერვო მრბოლი იყო, გერმანელ ადრიან სუტილს შეცვლის, რომელსაც სხვა გუნდში გადასასვლელად, დიდი არჩევანი აღარ აქვს, რადგან მომავალი სეზონისთვის მინიმალური ვაკანსიებიღა დარჩა.
„რა ტქმა უნდა, ძალიან გახარებული ვარ, რომ „საჰარა ფორს ინდიაში ვრჩები და მომავალ სეზონში, რბოლებში მონაწილეობის საშუალებაც მექნება. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო რბოლების შორიდან ცქერა. მაგრამ ხელები არ ჩამომიშვია, მაქსიმალურად გავისარჯე, რათა გუნდს დავხმარებოდი და ყველას დავანახე, რისი უნარი მაქვს. ახალი სეზონის წინ, მაქსიმალურად მობილიზებული ვარ და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ნდობა გამომიცხადა და შანსი მომცა. მონაწილეობას მივიღებ ახალი მანქანის შემშავებასა და სრულყოფაში, მერე კი ტესტების დროც მოვა“, – ამბობს ჰულკენბერგი.რაც შეეხება დი რესტას, მისთვის გასული სეზონი პირველი იყო ფ1–ში და საკმაოდ წარმატებულიც. მერმისს კი მეორე სრულ სეზონს გაატარებს: „ახალ სეზონს მოუთმენლად ველი. იმედი მაქვს, რომ ზრდა–განვითარებას გავაგრძელებ. ეს გუნდი ძალიან მომწონს, ის ძალიან ამბიციური და წარმატებაზე ორიენტირებულია. რაც მთავარია, კარგად შევეწყე. დარწმუნებული ვარ, წინსვლას და ტოპ გუნდებზე ზეწოლას გავაგრძელებთ. ასევე მინდა, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის, მადლობა გადავუხადო გუნდის ყოველ წევრს. ახლა რამდენიმე კვირით დავისვენებ და ვეცდები, მომავალ სეზონში უკეთ ვიასპარეზო“, – ამბობს დი რესტა.
გუნდის შეფმა ვიჯეი მალიამ განაცხადა, რომ დი რესტამ თავისი ახალბედობის მიუხედავად, ბევრი გააოცა თავისი სისწრაფით, ჩამოყალიბებული მანერით და დაამტკიცა, რომ გუნდს მასზე არჩევანი ტყუილად არ შეუჩერებია. რაც შეეხება ჰულკენბერგს, მას მალია ამომავალ ვარსკვლავს უწოდებს. მართალია, მანქანის საჭესთან ის იშვიათად იჯდა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მისთვის ნდობა გამოეცხადებინათ.
ამასთან, მალიამ მადლობა გადაუხადა სუტილს, რომელიც „ფორს ინდიაში“ მას შემდეგ იყო, რაც მისი გუნდი (ყოფილი სპაიკერი) მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთო.
No comments:
Post a Comment