Thursday, December 1, 2011

FIA–მ გუნდების შემადგენლობები გამოაცხადა

FIA reveals entry list for 2012 Formula 1 season
1 დეკემბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) მომავალი სეზონისთვის გუნდბის შემადგენლობები გამოაქვეყნა. ოღონდ, ეს სია საბოლოო არაა, რადგან რამდენიმე გუნდს ჯერ მრბოლებთან კონტრაქტები არ გაუფორმებია. თუმცა, მოწინვე გუნდბი, თუ არ ჩავთვლით „რენოს“, დაკომპლექტებულები არიან.

მათ შორის უმნიშვნლო ცვლილება მხოლოდ „მაკლარენს“ აქვს – ნომრებს გაცვლიან ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი. ბატონმა გასული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და ამიტომ, მერმისს ის უფრო დაბალი, სამი ნომრით იასპარეზებს. თუმცა, ამას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
დაუკომპლექტებელია „ფორს ინდია“, სადაც ადგილს ალბათ პოლ დი რესტა შეინარჩუნებს. მისი თანაგუნდელობის რეალური შანსი კი ნიკო ჰულკენბერგს აქვს. რაც შეეხება ადრიან სუტილს, ის ალბათ „უილიამსშ“ გადავა, რაც გასული სეზონების მიხედვით, მისთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.
„უილიამსს“ ჯერ არცერთი პილოტი დამტკიცებული არ ჰყავს. იგივე სიტუაციაა „ტორო როსოშიც“. „ისპანიამ“ კი უკვე კონტრაქტი გაუფორმა პდრო დ ლა როსას, ვინც წლების განმავლობაში, „მაკლარენის“ ტესტ პილოტი იყო. ესპანურ გუნდს ჯერ ოფიციალურად ძრავების მიმწოდებელიც არ ჰყავს, თუმცა მისმა წარმომადგენელმა გამოცემა „ავტოსპორტს“ განუცხადა, რომ ეს მხოლოდ განაცხადის დაგვიანების შედეგია და მისი გამოსწორება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მომავალ სეზონშიც, ეს საჯინიბო „კოსუორტის“ ძრავებით იასპარეზებს.
P.S. ბოლო ინფორმაციით, „უილიამსმა“ ვენესუელელ პასტორ მალდონადოს კონტრაქტი გაუგრძელა, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც FIA–მ თავისი სია გამოაქვეყნა.

გუნდები, ძრავები და მათი პილოტები ნომრების მიხედვით

რედ ბულ რეისინგ (ავსტრია, რენო)
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია)
2. მარკ უებერი (ავსტრალია)

ვოდაფონ მაკლარენ მერსედეს (ბრიტანეთი, მერსედესი)
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)

სკუდერია ფერარი (იტალია, ფერარი)
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)
6. ფელიპე მასა (ბრაზილია)

მერსედეს GP პეტრონას F1 ტიმ (გერმანია, მერსედესი)
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია)
8. ნიკო როსბერგი (გერმანია)

ლოტუს F1 ტიმ (ბრიტანეთი, რენო)
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი)
10. ვაკანსია

საჰარა ფორს ინდია F1 ტიმ (ინდოეთი, მერსედესი)
11. ვაკანსია
12. ვაკანსია

ზაუბერ F1 ტიმ (შვეიცარია, ფერარი)
14. კამუი კობაიაშ (იაპონია)
15. სერხო პერესი (მექსიკა)

სკუდერია ტორო როსო (იტალია, ფერარი)
16. ვაკანსია
17. ვაკანსია

AT&T უილიამს (ბრიტანეთი, რენო)
18. ვაკანსია
19. ვაკანსია

ტიმ კატერჰემ (მალაიზია, რენო)
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი)
21. იარნ ტრული (იტალია)

ისპანია F1 ტიმ (ესპანთი, კოსუორტი)
22. ვაკანსია
23. ვაკანსია

მარუსია F1 ტიმ (რუსეთი,კოსუორტი)
24. ტიმო გლოკი (გერმანია)
25. შარლ პიკი (საფრანგეთი)

No comments:

Post a Comment