Thursday, December 1, 2011

„ფოლკსვაგენ ქროს კუპე“ – ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური

Volkswagen's New Cross Coupe Concept Live from the Tokyo Show Floors
1 დეკემბერი
ტოკიოს მოტორ შოუს პრესის დღე „ფოლკსვაგენის“ კონცეპტუალურ მოდელ „ქროს კუპეს“ პრეზენტაციით დაიწყო. გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ეს არის ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი საცდელი ავტომობილი, რომლითაც მისი მარკეტოლოგები შეისწვლიან, რამდენად სასურველი შეიძლება იყოს მყიდველისთვის ავტომობილი, რომელსაც ერთდროულად სპორტული გარეგნობაც ექნება და ქროსოვერისაც.

„ქროს კუპეს“ შემუშავებას „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მთავარი დიზაინერი ვალტერ დე სილვა და „ფოლკსვაგენის“ მარკის სტილის შეფი კლაუს ბიშოფი ხელმძღვანლობდნენ. გარეგნულად ეს ავტომობილი არ ჯდბა კონცერნის კორპორატიულ სტილში და შესაძლოა, ის ახალი სტილის პირველი მერცხალიც იყოს.
„ქროს კუპეს“ პლატფორმაც სრულიად ახალი აქვს. პლატფორმის კოდური სახელია MQB – „მოდულარ ტრანსვერს მატრიქს“, ანუ მოდულური ტრანსვერსული მატრიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენბა სხვადასხვა ზომისა და კლასის ავტომობილებში (ახალი გოლფიდან აუდი TT–ს შემცვლელამდე) შეიძლება.
ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 345 მმ, სიგანე 1 868 მმ, და სიმაღლე 1 523 მილიმეტრი. თავისი ზომებით, ის ახლანდელ „გოლფსა“ და უგზოობის „ტიგუანს“ შორის ჯდება. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ „ქროს კუპეს“ ბაზა (2 630 მმ) ამ ავტომობილების ბაზებზე, შესაბამისად, 52 და 26 მილიმეტრით გრძელია. ამგვარად, დიზაინერებს დინამიური სილუეტის შექმნის საშუალება მიეცათ, სალონი კი ფართე და კომფორტული გამოვიდა.
„ფოლკსვაგენი“ აცხადებს, რომ მისი სპორტული იერის და გრძელი ბაზის მიუხედავად, „ქროს კუპეს“ მაინც უგზოობის ავტომობილების შესაძლებლობები აქვს, რაშიც ხელს წინა და უკანა ნაწილების დახრის კუთხეები (შესაბამისად, 24.2 და 32.5 გრადუსი).
„ქროს კუპე“ მოძრაობაში ჰიბრიდულ სისტემას მოჰყავს, რომელშიც ბენზინის TSI ტურბოძრავი (საწვავი ნარევის უშუალო შეფქრვევით) და ორი ელექტროძრავია გაერთიანებული. ამათგან ერთი წინ, მეორე კი უკანაა მოთავსებული. მათი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტებია – 54 ცხ.ძ / 180 ნმ და 114 ცხ.ძ / 270 ნმ. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე კი 265 ცხენის ძალაა. მისი დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად 7 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე 201 კმ/სთ–ია. მხოლოდ ელექტრტოძრავებით, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ–ს აღწევს. ამასთან, ამ შემთხვევაში სვლის სიშორე მხოლოდ 40 კილომეტრია.
„ქროს კუპე“ ასევე აღჭურვილია ინოვაციური სრულამძრავიანი ტრანსმისიით, რომელსაც „ელექტრული ამძრავი საფეხური“ აქვს. მისი ამოქმედებით, ავტომობილის უკანა ბორბლებს ელექტროძრავი ატრიალებს. ამ დროს, წინა ძრავი გენერატორის რეჟიმში მუშაობს (შიდაწვის ძრავის დახმარებით) და ენერგიით უკანას ამარაგებს.
აკუმულატორების ბლოკის ტევადობა 9.8 კილოვატსაათია. ის ავტომობილის შუა „გვირაბშია“ (სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებზე კარდანი თავსდება) მოთავსებული, რითაც არამარტო სალონის სივრცე იზოგება, არამედ ავტომობილის სიმძიმის ცენტრიც დაბლა იწევს. ასეთი შეთანწყობა, „ქროს კუპეს“ მაქსიმალურად ოპტიმალურ ბალანსს უზრუნვეყოფს. მართალია, მხოლოდ აკუმულატორების ბლოკის ტევადობა ავტომობილს მხოლოდ 40 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს, მაგრამ შიდაწვის ძრავის დახმარებით, სვლის სიშორე 860 კილომეტრამდე იზრდება.

No comments:

Post a Comment