Thursday, December 1, 2011

მალე „მაზერატი“ სამ ახალ ავტომობილს გამოუშვებს

Marchionne: Maserati will Launch Three New Models Very Soon, Doesn’t Rule Out Alfa Sale if the Price is Right
1 დეკემბერი
მართალია, „ფიატს“ ევროპაში პრობლემები აქვს, მაგრამ მისი შეფი სერჯო მარკიონე აცხადებს, რომ ტურინული საავტომობილო ჯგუფის მეორე ყველაზე პრესტიჟული მარკა „მაზერატი“ მალე სამი ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს. ამასთან, დასძენს, რომ შესაძლოა, „ალფა რომეოს“ გაყიდვაზეც დაფიქრდეს, თუ მილანურ ბრენდში ნორმალურ ფასს შესთავაზებენ.

ბრიტანულ გამოცემა „ქარ მეგზინის“ მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ამ სამიდან ერთი აუცილებლად უგზოობის „კუბანგი“ იქნება, მეორე მოდელ „კვატროპორტეს“ შემცვლელი, მესამე კი მომცრო ოთხკარიანი სედანი, რომელიც კონკურენციას „მერსედესის“ E–კლასს, „იაგუარის“ XF–ს და „ბეემვეს“ მე–5 სერიას გაუწევს კონკურენციას.
მარკიონემ ასევე განაცხადა, რომ მომცრო სედანისთვის „კრაისლერ 300–ის“ პლატფორმას გამოიყენებენ. თუმცა, ამ პლატფორმაზე გამოიცვლება საკიდარი, ძრავებს კი „მაზერატის“ და „ფერარის“ წარმოებისას დააყენებენ. მისივე თქმით, „მაზერატის“ წარმოება იტალიაშივე დარჩება. გამონაკლისი შეიძლება გახდეს „კუბანგი“. ამჟამად „კვატროპორტეს“ მოდენაში აწარმოებენ და იყო ვარაუდი, რომ ამ მოდელის წარმოების შეწყვეტის შემდეგ, შემცვლელს უცხოეთში გამოუშვებდნენ. მაგრამ მარკიონემ ეს ვარაუდი უარყო.
დაბოლოს, „ალფა რომეოს“ შესახებ. როგორც ცნობილია, ამ ბრენდზე თვალი „ფოლკსვაგენს“, უფრო სწორედ კი, მის შეფ მარტინ ვინტერკორნს უჭირავს, მარკიონეს კი მისი დათმობა არ სურს. „ფიატის“ შეფი თვლის, რომ გერმანულ გიგანტში „ალფა“ ხასიათს შეიცვლის, რისი მიზეზიც „ფოლკსვაგენის“ ოჯახში უნიფიცირებული პლატფორმების სტრატეგიაა. იქ „ალფა“ ინდივიდუალობას დაკარგავს. მთავარი ისაა, რომ მარკიონეს თქმით, „ალფა“ არ იყიდება. მაგრამ თუ მომავალში ვინმე „ფიატს“ მილანური კომპანიის გამოსყიდვას შესთავაზებს და სოლიდურ თანხას გადაიხდის, გამორიცხული არაფერიაო...

No comments:

Post a Comment