Tuesday, November 15, 2011

ლატვალამ მოიგო, ლოები გავარდა და მერვე ტიტულს დაეუფლა

Latvala wins in Britain as champion Loeb crashes out
14 ნოემბერი
ფინელი იარი–მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი, ფრანგი სებასტიან ლოები კი, მართალია ფინიშს ვერ მიაღწია, მაგრამ მაინც მერვედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. და ეს ტიტული მან რბოლის პირველსავე დღეს, მას შემდეგ გაინაღდა, რაც ასპარეზობას მისი მთავარი მეტოქე, ფინელი მიკო ჰირვონენი გამოეთიშა.
რბოლის მესამე დღეს, გამარჯვებისთვის ლოები და ლატვალა იბრძოდნენ. წინ ფრანგი იყო, მას კი მეტოქე სულ რამდენიმე წამით ჩამორჩებოდა. მაგრამ მე–18 სპეცმონაკვეთზე ლოები ერთ–ერთი მაყურებლის მანქანას შეეჯახა და რბოლას გამოეთიშა, რის შემდეგაც, ლატვალამ თითქმის უბრძოლველად შეძლო მოგება. მას თითქმის ოთხი წუთით ჩამორჩა ნორვეგიელი მადს ოსტბერგი.
ლატვალამ ფინეთის შარშანდელი რალის შემდეგ, პირველი გამარჯვება მოიპოვა, „ფორდისთვის“ ეს წლევანდელ სეზონში მესამე გამარჯვებაა. ამერიკული კომპანიის მანქანით, ლატვალამდე ორი რბოლა, შვედეთსა და ავსტრალიაში ჰირვონენმა მოიგო.
„შესანიშნავ განწყობაზე ვარ. ჩემი ბოლო გამარჯვების შემდეგ, ბევრი გაწბილება ვიგემე და მუდმივად სტრესში ვიყავი. ამაზე უკეთ სეზონის დასრულებაზე ვერც ვიოცნებებდი. ახლა ჩემი მიზანი, მომავალ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლაა“, – განცხადა ლატვალამ.
ლოებმა, ვინც ავარიამდე ლატვალას 6.1 წამს უგებდა, ავარიისას თავისი „სიტროენის“ რადიატორი დააზიანა. თუმცა, ამაზე ბევრი არ უდარდია, რადგან საბოლოო კლასიფიკაციაში ჰირვონენს 8 ქულით აჯობა. მისი ავარიით ყველაზე უკეთ ოსტბერგმა იხეირა, მესამეზე კი ჰენინგ სოლბერგი გავიდა.

ბრიტანეთის რალი
1. იარი–მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                 3:27:03.500
2. მადს ოსტბერგი (ნორვეგია,ფორდი)                         +03:42.900
3. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    07:05.100
4. კრის მიკი (ბრიტანეთი, მინი)                                     07:12.300
5. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  08:57.300
6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                              09:27.100
7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი)                        09:47.700
8. დენის კუიპერსი (ჰოლანდია, ფორდე)                    10:12.700
9. კენ ბლოკი (აშშ, ფორდი)                                              16:01.200
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი)                 17:01.600

საბოლოო ცხრილი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) – 222 ქულა; 2. მიკო ჰირვონნი (ფინთი, ფორდ) – 214; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი) – 196; 4. იარი–მატი ლატვალა – 172; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი) – 110; 6. მადს ოსტბერგი – 88; 7. მეტიუ უილსონი – 63; 8. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) – 59; 9. ჰენინგ სოლბერგი – 59; 10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი) – 34

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT – 403 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT – 376; 3. M-სპორტ სტობარტ ფორდ WRT – 178; 4. პეტერ სოლბერგ WRT – 98; 5. ფერმ პაუატულზ WRT – 54; 6. ტიმ აბუ დაბი – 54; 7. მიუნჩი’ს ფორდ WRT – 38; 8. მონსტერ WRT – 27; 9. ფან მერკსტეინ მოტორსპორტსი – 16; 10. ბრაზილ WRT – 7

No comments:

Post a Comment