Volvo designer pens P1800 for 50th anniversary, no chance at production
9 დეკემბერი
„ვოლვოს“ მთავარმა დიზაინერმა კრისტოფერ ბენჯამინმა თავისი კომპანიის ლეგენდარული მოდელის – P1800–ს თანამედროვე ინტერპრეტაცია გაგვაცნო, რომელიც, მისივე თქმით, უბრალო სავარჯიშო პროდუქტია და მისი წარმოება არ იგეგმება. სხვათა შორის, ბენჯამინი ამ ავტომობილის ფანია და პროექტიც სწორედ ფანების სურვილების გათვალისწინებით შეიქმნა.
P1800 1957 წელს შეიქმნა. მისი დიზაინი პელე პეტერსონმა შეიმუშავა, რომელიც იმ დროს იტალიურ ატელიე „პიეტრო ფრუაში“ მუშაობდა. შვედური კომპანია ამ ავტომობილის გერმანულ კომპანია „კარმანთან“ ერთად აპირებდა, რომელიც „ფოლკსვაგენს“ ეკუთვნოდა. მაგრამ მათ შორის შეთანხმება არ შედგა. თუმცა, შვედებმა P1800 მაინც გამოუშვეს. თუმცა, ეს მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოახერხეს, რაშიც მათ ბრიტანული კომპანია და მისი ქარხანა დაეხმარა.
წარმოების დასაწყისში, P1800 ბენზინის ოთხცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 100 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მოგვიანებით მას მოდერნიზაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი სიმძლავრე 115 ცხენის ძალამდე გაიზარდა. კუპეს გარდა, ამ ავტომობილს კაბრიოლეტის და უნივერსალის ძარითაც ამზადებდნენ.
13 წლის განმავლობაში, „ვოლვომ“ მხოლოდ 37.5 ათასი P1800 გამოუშვა, რომელთაგან ერთი პრაქტიკულად ურემონტოდ, დღესაც მუშაობს. ამ ავტომობილს, ამერიკის გზებზე 4.5 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი...
No comments:
Post a Comment