GM to Use More Carbon Fiber and Composite Materials in Future Models
9 დეკემბერი
„ჯენერალ მოტორსმა“ კონტრაქტი გააფორმა იაპონურ კომპანია „ტეიძინ ლიმიტედთან“, რომელიც კარბონის კომპოზიტების ლიდერი მწარმოებელია მსოფლიოში. მათი თანამშრომლობის მიზანს, კარბონისა და სხვა ბოჭკოების კომპოზიტური მასალების მასობრივი წარმოებაა, რათა ამერიკულმა კომპანიამ ისინი უფრო ფართოდ გამოიყენოს საკუთარი ავტომობილების წარმოებისას.
„ამ მასალას ჩვენს ინდუსტრიაში დიდ მომავალი აქვსი. „ტეიძინთან“ ჩვენი თანამშრომლობის მიზანს კი მისი დანერგვა წარმოადგენს, რაც ავტოინდუსტრიაში რევოლუციური ტექნოლოგიების ათვისების დასაწყისი გახდება. ამგვარად, ჩვენ თამამად შევუდგებით ინვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვას, რაც ლიდერის პოზიციის გამყარებაში დაგვეხმარება“, – ამბობს „ჯენერალ მოტორსის“ დირექტორთა საბჭოს თამჯდომარის მოადგილე სტივ გირსკი.კარბონის კომპოზიტი ჩვეულებრივ ფოლადზე 10–ჯერ მტკიცე და 75 პროცენტით მსუბუქია. მაგრამ მისი ფართოდ დანერგვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ასეთი მასალების დამზადებისას, თერმორეაქტიულ ფისებს იყენებენ, მათ გამყარებას და ფორმირებას კი სპეციალური ავტოკლავები და ბევრი დრო სჭირდება.
მაგრამ ახლახანს, „ტეიძინმა“ რევოლუციური ტექნოლოგია შეიმუშავა, რომელიც კომპოზიტის ერთ წუთში ფორმირების საშუალებას იძლევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპოზიტების მასობრივ წარმოებაში ფართოდ დანრგვა არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
ავტომობილების წარმოებაში კარბონის ფართოდ გამოყენებას კი ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია. ჯერ ერთი, გაუმჯობესდება ავტომობილის უსაფრთხოება. მეორეც, შესაძლებელი გახდება ავტომობილების წონის შემცირება, რაც საწვავის და მასთან ერთად, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის მნიშვნელოვანი კლება მოჰყვება.
No comments:
Post a Comment