Wednesday, January 25, 2012

ერთი კვირა "მაკლარენ MP4-27–ის" გამოჩენამდე

დღეს თავისი ახალი სარბოლი მანქანა "კატერჰემმა" გვიჩვენა. ერთ კვირაში კი "მაკლარენის" ბოლიდსაც ვნახავთ, მანამდე  კი, ფორმულა 1–ის ერთის ერთ–ერთმა ყველაზე წარმატებულმა გუნდმა, თავისი ბოლიდის (MP4-27) ფოტო ტიზერი ფეისბუკით გვიჩვენა. ავტომობილი შალითითაა დაფარული და შესაძლოა, ეს უბრალო ნახატიც იყოს. თუ ნამდვილია, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მანქანას დაბალი ცხვირი და ისეთივე სარადიატორე კორპუსები აქვს, როგორიც შარშანდელს ჰქონდა.


მაგრამ ნუ ვიმარჩიელებთ, ერთი კვირაც დაველოდოთ...

No comments:

Post a Comment