Wednesday, January 25, 2012

„ვოლვო“ ავტომობილებს უმძღოლოდ, მწყობრში სიარულს ასწავლის (ვიდეო)

SARTRE autonomous road-train enters final phase with trio of Volvos
25 იანვარი
ევროკომისიის მიერ შექმნილი პროგრამა „სეიფ როუდ ტრეინს ფორ დი ენვირონმენტ“ (SARTRE) მიზნად ისახავს მსოფლიოში პირველ, სრულიად ფუნქციონალურ საგზაო მატარებლების შექმნას, რომლით მოსარგებლე ავტომობილის მძღოლსაც, მართვად მწკრივში ყოფნისას, შეუძლია, საერთოდ არ გაეკაროს ავტომობილის მართვის სისტემებს.
საავტომობილო კომპანიებს შორის „ვოლვო“ ერთადრთია, რომელიც პროგრამაში მონაწილეობს. ახლახანს, შვედურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ პროგრამა ტესტირების ფინალურ ეტაპს შეუდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატარებლის რიგში სამზე მეტი მიმყოლი ავტომობილის შეყვანა იგეგმება.
ჩატარებული ტესტების დროს, მატარებლის წამყვანის როლს საშუალო ზომის გამწევი ავტომობილი ასრულებს, რომლის საბარგულის სექციაშიც, საჭირო ელექტრონული მოწყობილობებია დამონტაჟებული. გამწევ და მიმყოლ ავტომობილებზე არსებული სენსორებისა და ვიდეოკამერებისგან მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, წამყვან ავტომობილს, მიმყოლების მართვა შეუძლია. ამ დროს კი მაქსიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ–ს აღწევს. მიმყოლ მანქანებს შორის მანძილი მუდმივად 6 მეტრია. წამყვანს თეორიულად რამდენიმე მანქანის გაყოლიება შეუძლია, თუმცა აქამდე ჩატარებული ტესტებისას, მწკრივში მაქსიმუმ სამი მანქანა დგებოდა. SARTRE–ს გუნდი იმედოვნებს, რომ მწკრივში მავალი ავტომობილების რიცხვს 6–მდე გაზრდის.
ასეთი ავტონომიურად მავალი ავტომატარებლების დამკვიდრების მთავარი მიზანი, საწვავის ხარჯის შემცირებაა – უკან მავალი ავტომობილები, წინას მიერ გაჭრილი ჰაერის გაუხშოებულ სივრცეში იმოძრავებენ, რაც საწვავის ხარჯს დაახლოებით 20 პროცენტით შეამცირებს. ამასთან, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მაგისტრალებზე ამგვარი მატარებლების გამოყენება სრულიად უსაფრთხოა – აქტიური მძღოლების რიცხვის შემცირებით (საქმეს მხოლოდ წამყვანის მძღოლი უძღვება), ადამიანური შეცდომების ალბათობაც შემცირდება...



ვიდეო

No comments:

Post a Comment