McLaren F1 Replica Could be Yours for €35,000 / US$45,000
25 იანვარი
როგორც უნდა დაძველდეს ეს მანქანა, ასე მაინც არ გაიაფდება! მაშ რაშია საქმე? იმაში, რომ ლეგენდარული სუპერქარის რეპლიკაა და თუ მის კაპოტქვეშაც ჩაიხედავთ, ამაშიც მაშინვე დარწმუნდებით – იქ „აუდის“ ზორბა ოთხ რგოლს დაინახავთ. ეს ავტომობილი თურმე პოლონეთში, ძველი მანქანების ერთ–ერთი დილერის სადგომს ამშვენებს. ფასი კი 35 000 ევროა.
ინტერნეტ გამოცემა „ქარსკუპის“ ერთ–ერთ პოლონელ მკითხველს, ეს მანქანა რომ უნახავს, მაშინვე ფოტოკამერა მოუმარჯვებია. მანქანის გამყიდველს მისთვის რეპლიკაზე ბევრი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ფასი მოახსენა – 150 000 ზლოტი, რაც დაახლოებით 35 000 ევრო ტოლფასია.
რაც შეეხება ძრავს, რომლითაც ეს რეპლიკაა აღჭურვილი, ფოტოს მიხედვით შეიძლება ვარაუდი, რომ ის V6 აღნაგობისაა, თუმცა რა მონაცემები აქვს, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, სიმძლავრე 250 ცხენის ძალის ფარგლებში უნდა იყოს, ან ამაზე ნაკლებიც კი. რა თქმა უნდა, გორდონ მარის შედევრის სიმძლავრესთან ახლოსაც ვერ მივა.
შეგახსენებთ, რომ ის ავტომობილი „ბეემვეს“ წარმოების 6.1–ლიტრიანი V12 მონსტრითაა აღჭურვილი, რომელიც ბავარიული კომპანიის სპორტულ შტო M–ის სპეციალისტებმა მოამზადეს და რომელიც 618 ცხენის ძალას იძლევა.
საინტერესოა, რომ „ქარსკუპი“ „მაკლარენ F1–ის“ კლონის შესახებ ინფორმაციას პირველად როდი აქვეყნებს. ამასთან, ადრეც შინნაკეთი სუპერავტომობილი პოლონეთში აღმოაჩინეს, ოღონდ ის ნამდვილის მსგავსად, „ბეემვეს“V12 ძრავით იყო აღჭურვილი...
No comments:
Post a Comment