Jenson Button takes blame for crash with Narain Karthikeyan
25 მარტი
ბატონის და კართიკეიანის შეჯახება |
ჯენსონ ბატონმა აღიარა, რომ ნარაინ კართიკეიანთან შეჯახება მისი შეცდომის გამო მოხდა. და ამ შეცდომის გამო, მან მალაიზიის დიდ პრიზზე გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
ინციდნტი მას შემდგ მოხდა, რაც პაუზის გამო შეწყვეტილი რბოლა განახლდა და ბატონმა მაშინვე რეზინი გამოცვალა. ტრასაზე დაბრუნებულს, მისივე წრეზე მყოფი კართიკეიანი გადაეყარა. ბრიტანელს ახალი საბურავებით სწრაფი წრე სჭირდებოდა, რათა მეტოქეებისთვის (სერხიო პერესი, ფერნანდო ალონსო და ლუის ჰამილტონი) გაესწრო და ინდოელის ჩამოტოვება სცადა, თუმცა ეს უადგილო ადგილას მოისურვა. მისი „მაკლარენი“ მეტოქის „ისპანიას“ უკნიდან შეეჯახა და წინა ფრთის მარჯვენა ნაწილი დაუზიანდა.
„საბურავები გახურებული არ მქონდა და გასწრება მოვინდომე. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შეცდომა იყო. დავამუხრუჭე, მაგრამ მანქანის უკანა ნაწილი გზას მოსწყდა. მისი დამორჩილება ვცადე, მაგრამ შეჯახება თავიდან მაინც ვერ ავიცილე“, - ყვება ბატონი.
მოგვიანებით, ავსტრალიის დიდი პრიზის გამარჯვებულმა ზედიზედ რამდენიმე უსწრაფესი წრე გაიარა, მაგრამ მალე კიდევ ერთი პიტ სტოპის შესრულება მოუხდა და საბოლოოდ, მე-14 ადგილს დასჯერდა.
„ამ რბოლაში ყველაფერი ჩემს წინააღმდეგოდ მოხდა. ისღა დამრჩენია, ის ღიმილით გავიხსენო. ვწუხვარ ჩემი ბიჭების გამო. მათ იმდენი იშრომეს, მე კი ვერ დავუფასე. არადა, ჩემგან გაცილებით მეტს ელოდნენ. სამწუხაროდ, იმედები ვერ გავუმართლე. მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. წინ ჩინეთია და საქმის იქ გამოსწორებას ვეცდები. ასეთი უიღბლობა კი ხანდახან ხდება ხოლმე. ჩინეთამდე ამას დავივიწყებ“, - ამბობს ბატონი.
იმის მიუხედავად, რომ ინციდენტი ბრიტანელის შეცდომის გამო მოხდა, კართიკეიანმა მას რბოლის შემდეგ მაინც მოუბოდიშა. სხვათა შორის, ბატონთან შეჯახების შემდგ, მას მცირე შეჯახება სებასტიან ფეტელთანაც მოუვიდა. ეს კი იმის გამო მოხდა, რომ სლიკებით ტრასის სველ ნაწილზე გაიარა და მანქანა მოუცურდა. იმ დროს კი, როცა ტრაექტორიაზე ბრუნდებოდა, ფეტელს დაეჯახა.
No comments:
Post a Comment