Saturday, April 21, 2012

ფეტელი პოულზე დაბრუნდა

Vettel thanks sleepless mechanics for pole
21 აპრილი
ბაჰრეინში ჩემპიონმაც გაიხარა - სებასტიან ფეტელმა, როგორც იქნა, რბოლის პოულ პოზიციიდან დაწყების უფლება მოიპოვა. კვალიფიკაციის შემდეგ კი პირველ რიგში, მადლობა თავის მექანიკოსებს გადაუხადა, რომლებმაც მანქანის ჭკუაზე მოსაყვანად, ღამე თეთრად გაათენეს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კონკურენტუნარიანი ბოლიდი დაახვედრეს.

ეს 31-ე პოულ პოზიციაა ფეტელისთვის, რომელმაც გასულ სეზონში 15 რბოლა დაიწყო მოწინავე პოზიციიდან. სამაგიეროს, ამ სეზონის პირველ სამ ეტაპზე, წინა რიგში ჯერ არ მდგარა. მან 0.098 წამით აჯობა ლუის ჰამილტონს, ვისაც ამ სეზონში ორი კვალიფიკაცია აქვს მოგებული და მიუხედავად იმისა, რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ჯერაც არ ასულა, ჩემპიონატს მაინც ლიდერობს.
„ეს პოული მთლიანად ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. მათ არც წინა სამ რბოლაში აკლდათ ჯაფა, მაგრამ ამჯერად, მართლა ძალიან დაიღალნენ. მგონი, საერთოდ არ უძინიათ. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ახერხებენ ამას. საშუალოდ ღამეში ორი-სამი საათი თუ სძინავთ, მაგრამ მაინც ბრძოლისთვის არიან განწყობილი და უფრო თავგამოდებით მუშაობენ“, - ამბობს ფეტელი.
შეგახსენებთ, რომ წინა სამ რბოლას სამი განსხვავებული გამარჯვებული ჰყავდა, თუმცა მათ შორის, „რედ ბულის“ პილოტები არ არიან. ახლა კი ფეტელს კარგი შანსი აქვს, მოუგებელი სერია დაასრულოს.
მართალია, ამჯერადაც პოულის გარეშე დარჩა, მაგრამ „ჰამილტონი“ ნარბოლევს მაინც კმაყოფილებას არ მალავდა. უფრო მეტიც, განაცხადა, ალბათ ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კვალიფიკაცია იყოო.
ისევე როგორც წინა დღეს, კვალიფიკაციის წინაც, საჰირის ავტოდრომის მახლობლად მანიფესტაცია გაიმართა, რომლის დროსაც, ნიღბიანი გამომსვლელები ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს მოითხოვენ. მომიტინგეთა უმეტესობა შიიტი მუსლიმი ყოფილა და ისინი სუნიტ მმართველ ელიტას უჩუვიან, რომ შიიტებს სამუშაოს აძლევენ და ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლიან.
„ფორს ინდიას“ და „ზაუბერის“ წევრებს, სასტუმროს გზაზე ინციდენტებიც კი შეემთხვათ - ახალგაზრდა შიიტმა მომიტინგეებმა მათ მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.
ნიკო როსბერგმა, ვინც ერთი კვირის წინ ჩინეთის დიდი პრიზი მოიგო, მეხუთე საუკეთესო დრო აჩვენა, თუმცა როგორც მოგვიანებით განაცხადა, მთავარი ისაა, რომ საბურავები რბოლისთვის შემოინახა. სამაგიეროდ, მე-17 ადგილიდან მოუწევს სტარტის აღება მის სახელოვან თანაგუნდელ მიხაელ შუმახერს, რომლის მანქანაზეც უკანა ფრთა გაჭირვეულდა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)             1:32.422
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)          1:32.520
3. მარკ უებერი(ავსტრალია, რედ ბული)                     1:32.637
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:32.711
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:32.821
6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:32.912
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:33.008
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:33.394
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 დროის გარეშე
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           დროის გარეშე

- - - - - - - - - -
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                     1:33.789
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                     1:33.806
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)        1:33.807
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                        1:33.912
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                     1:34.017
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)            1:36.132
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)     დროის გარეშე
- - - - - - - - - -
18. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)             1:34.865
19. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)         1:35.014
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)               1:35.823
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                       1:37.683
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)              1:37.883
23. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                         1:37.905
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)            1:38.314



სასტარტო განლაგება

1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბულ-რენო)
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი)
3. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბულ-რენო)
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენ-მერსედესი)
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
6. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო-ფერარი)
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუს-რენო)
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერ-ფერარი)
9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
10. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია-მერსედესი)
11. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუს-რენო)
12. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერ-ფერარი)
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია-მერსედესი)
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამს-რენო)
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემ-რენო)
17. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო-ფერარი)
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი-რენო)
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია-კოსუორტი)
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია-კოსუორტი)
22. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამს-რენო)
23. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია-კოსუორტი)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია-კოსუორტი)

No comments:

Post a Comment