Lawless Rocket electric drag bike does quarter
mile in 6.94 seconds, breaks 200 mph
19 მაისი
მოტო დრეგის ერთ-ერთმა საუკეთესო მრბოლმა, ლარი „სპაიდრმენ“
მაკბრაიდმა, ელექტრული მოტოციკლებისთვის, დრეგის კლასიკურ მანძილზე (მეოთხედ მილზე),
სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა. სპეციალურად შექმნილი ელექტრული მანქანით,
რომლის სახელიცაა „ლაულეს როკეტი“, ამერიკელმა ადგილიდან 402 მეტრი 6.94 წამში
გაიარა და ფინითის ხაზთან, 324 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა „ლაულეს როკეტით“
სიჩქარის რეკორდი მყარდება. თითქმის ორი წლის წინ, იმავე მოტოციკლის წინა მოდიფიკაციით,
მაკბრაიდმა მეოთხედი მილი 7.469 წამში გაიარა, ფინიშთან კი მისმა სიჩქარემ 284
კმ/სთ შეადგინა. მაშინვე, ორბორბლიანი მონსტრის შემქმნელებმა დაიქადნეს, რომ როგორც
კი თავიანთ მანქანას მეტი ცხენის ძალით აღჭურვავდნენ, მაშინვე ეცდებოდნენ 200
მლ/სთ (321 კმ/სთ) ზღვრის გადალახვას.
სადრეგო მოტოციკლის შექმნაში, კომპანია „ლაულეს
ინდასტრიზის“ გარდა, ცნობილი (დისქავერი ჩენელის რეალიტი შოუში მონაწილეობით გაითქვა
სახელი. კომპანია, რომელიც მამა-შვილმა ტიუტალებმა შექმნეს) „ორენჯ ქაუნთი
ჩოპერსიც“ მონაწილეობდა. მათ მოტოციკლი „ჯენერალ ელექტრიკის“ 1000-ცხენისძალიანი
აგრეგატით აღჭურვეს, რომელსაც ლითიუმ-იონური ელემენტების 14.2-კილოვატსაათიანი
ბლოკი შეუწყვილეს.
მას
შემდეგ, რაც მაკბრაიდმა რეკორდული გარბენი შეასრულა, „ლაულეს ინდასტრიზის“ შეფმა
შონ ლაულესმა განაცხადა, რომ ამიერიდან, მისი მიზანი მეოთხედი მილის 6 წამზე
ნაკლებში გავლა და 410 კმ/სთ სიჩქარის აკრეფაა.
ვიდეო
No comments:
Post a Comment