Cadillac Jumps on the Driverless Bandwagon
4 მაისი
უკვე რამდენიმე წელია, არაერთი საავტომობილო კომპანია,
მათ შორის „აუდი“, „ვოლვო“, „ბეემვე“ და „ფოლკსვაგენი“, სხვადასხვა ტიპის ავტონომიურ
ავტომობილებს უტარებს ტესტირებას. ამ მიმართულებით კი ინტერნეტ გიგანტი „გუგლი“ ლიდერობს,
რომლის ავტომობილებსაც, ავტონომიურ რეჟიმში უკვე 250 000 კილომეტრი აქვთ გავლილი.
და ვის გაუკვირდება, თუ გაიგებს, რომ ამ მიმართულებით თავისი გეგმები „ჯენერალ
მოტორსის“ ფლაგმან ბრენდ „კადილაკსაც“ აქვს.
„კადილაკს“ შემუშავებული აქვს ნახევრად ავტომატური ტექნოლოგია
სახელად „სუპერ კრუიზი“, რომელსაც გარკვეულ, ოპტიმალურ პირობებში, ავტომობილის
სრულიად ავტომატურ რეჟიმში მართვა, დამუხრუჭება და ზოლში ტარება შეუძლია. უფრო
მეტიც, კომპანია ირწმუნება, რომ სერიულ ავტომობილებზე ამ სისტემის დაყენება უკვე
2015 წელს იქნება შესაძლებელი.
„კადილაკის“ განცხადებით, სისტემა „სუპერ კრუიზი“ იქმნება
იმისათვის, რომ მძღოლს საქმე გაუადვილოს. მის მუშაობას რადარი, ულტრაბგერითი
სენსორები, კამერები და GPS სისტემა უზრუნველყოფს. ამასთან,
ამერიკული კომპანია დასძენს, რომ ამ სისტემაში შემავალი ბევრი დამხმარე ელემენტი, მის
სერიულ ავტომობილებში უკვე გამოიყნება. სისტემის დახმარებით, ავტომობილს აჩქარება
და შენელება შეუძლია. გარდა ამისა, ზუსტი სანავიგაციო რუქების დახმარებით, მას მარშრუტის
დამოუკიდებლად შესრულებაც შეუძლია. ამასთან, მოძრაობის დროს, ზუსტად ზოლებს შორის
რჩება. მაგრამ მისი მუშაობა შეუძლებელია, თუ მკვეთრად არ ჩანს საგზაო ზოლები, ან კამერების
და რადარის აღქმის უნარს უამინდობა (მაგალითად ნისლი) უშლის ხელს. ამ დროს,
მანქანის მართვას მთლიანად ადამიანი იღებს თავის ხელში. და სისტემას სწორედ ამიტომ
ეწოდება ნახევრად ავტომატური.
„ჯენერალ
მოტორსის“ უსაფრთხოების აქტიური სისტემების და ინოვაციების გლობალური ცენტრის დირექტორი
ჯინ კეპი ამბობს, რომ სისტემა „სუპერ კრუიზის“ შექმნისას, მისი კომპანიის მთავარი
მიზანი, უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფაა. მისი თქმით, ამ სისტემის
დახმარებით, საგზაო შემთხვევების შემცირება იქნება შესაძლებელი. ამასთან, პერიოდულად
მომხმარებელი ავტომობილის მართვას ამ სისტემას მიანდობს...
No comments:
Post a Comment