Bentley Weighs Up Options For Motorsports
Comeback
4 მაისი
ავტოსპორტის უმაღლესი დონის შეჯიბრში „ბენტლიმ“
ბოლოს მონაწილეობა 2003 წელს მიიღო, როდესაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო.
მაგრამ ამ ერთჯერადი გაბრწყინების შემდეგ, ინგლისური კომპანია სარბოლ ტრასაზე აღარ
გამოსულა. და ამ დროის განმავლობაში, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის
შესახებ, რომ ქრიუელები დაბრუნებას აპირებენ.
ბოლო ასეთი ინფორმაცია შარშან გავრცელდა და ის
გვატყობინებდა, რომ „ბენტლი“ ლე მანს უბრუნდება. მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა.
მაგრამ როგორც ჩანს, ის უსაფუძვლო არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ქრიუდან უკვე
დადასტურებული ინფორმაცია მოდის იმის შესახებ, რომ „ბენტლი“ მოტორსპორტში
დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს. ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად, „ბენტლიმ“
ექსპერტთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, რომელ სარბოლ სერიაში
მონაწილეობა იქნება უფრო ხელსაყრელი მათი კომპანიისთვის.
გამოცემა „ავტო უიკთან“ საუბრისას, „ბენტლის“
შასისა და ძრავების განყოფილების დირექტორმა ბრაიან გუშმა განაცხადა, რომ მისმა
კომპანიამ გამოცდილი სპეციალისტი გრემ ჰამფრიზი მოიწვია, ადამიანი, რომელმაც „ბეემვეს“
1999 წლის პროტოტიპი შეიმუშავა, რომლითაც გერმანულმა კომპანიამ იმავე წლის ლე
მანზე იასპარეზა. გუშის თქმით, ამ ეტაპზე, ჰამფრიზი მრჩევლის როლშია მოწვეული. ის
უნდა დაეხმაროს კომპანიას სარბოლი სერიის შერჩევაში. მასთან ერთად, მრჩევლად
მუშაობს კიდევ ერთი ბრიტანელი სპეციალისტი - ჯონ უიკჰემი, ადამიანი, რომელიც ათი
წლის წინ, „ბენტლის“ სარბოლი გუნდის დირექტორი იყო.
ამ ეტაპზე, ყველაზე ინტენსიურად, GT3
კატეგორიაში გამოსვლა განიხილება. ჰამფრიზი ამბობს, რომ ამისათვის „კონტინენტალ
სუპერსპორტსის“ გამოყენება მისწრება იქნება. მეორე, არანაკლებ პოპულარული
ვარიანტია სრულიად ახალი, სარბოლი ავტომობილის სუფთა ფურცლიდან შექმნა, რომლის
ბაზაზეც მომავალში საგზაო ვერსიაც დამზადდება.
სხვათა
შორის, სარბოლი ავტომობილის შექმნის იდეა მოსწონს კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ვოლფგანგ
დურჰაიმერს, ვინც იმავდროულად „ფოლკსვაგენის“ მოტორსპორტის განყოფილბის შეფიცაა.
ის თვლის, რომ სარბოლი ავტომობილების სამოქალაქო ვერსიების გაყიდვას, „ბენტლისთვის“
დიდი მოგების მოტანა და სპორტული ავტომობილების მწარმოებლის ძველი ავტორიტეტის
დაბრუნება შეუძლია.
No comments:
Post a Comment