Friday, May 4, 2012

„ფერარი“ ორმაგი DRS-თვის ემზადება


Ferrari getting ready for 'double-DRS'
4 მაისი

„ზაუბერისგან“ განსხვავებით, „ფერარი“ უკვე მუშაობს იმ სისტემის მსგავს მოწყობილობაზე, რომელიც „მერსედსმა“ პირველმა გამოიყენა და რომელსაც ორმაგი DRS-ის სახელით მოიხსენიებენ. ამ ინფორმაციას გერანული გამოცემა „ავტო მოტორ უნდ შპორტი“ ავრცელებს.

ჟურნალის ინფორმაციით, მუჯელოს ტესტებზე „ფერარიმ“ ახალი უკანა ფრთა დააყენა. ვიზუალურად ცვლილებები ძნელად გასარჩევია, თუმცა მთავარი ისაა, რომ შესაძლოა, მისი კონსტრუქციის შიდა ნაწილში ყველაფერი მომზადბულია იმისათვის, რომ ორმაგი DRS-ის მიერ შეგროვილი ჰაერი მილების სისტემას მიაწოდოს, რომლის დახმარებითაც, უკანა ფრთიდან შეგროვებული ჰაერის ჭავლი წინა ფრთას გადაეცემა.
იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს, შესაბამისი წინა ფრთაც საჭიროა, რაც „ფერარის“ ჯერ არ შეუმუშავებია. მოსალოდნელია, რომ იტალიური საჯინიბო მას ესპანეთის დიდი პრიზისთვის მოამზადებს და იქვე, ორმაგი DRS-ის გამოყენებას შეძლებს. მუჯელოს ტესტების ბოლო, მესამე დღეს, ფერნანდო ალონსოს შეცდომა მოუვიდა და ხრეშის ზოლში ჩარჩა, მაგრამ ამის მიუხედავად, გუნდში ყველას სახეზე ეტყობოდა, რომ ტესტების შედეგებით კმაყოფილები არიან. ეს კი აშკარა ნიშანია იმისა, რომ ტესტებზე დასახული ამოცანები შესრულებულია.
„ჩვენთვის ბარსელონა სეზონის მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. მაგრამ არა გადამწყვეტი. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ მაშინვე პოულისთვის ბრძოლას შევძლებთ, რადგან არ არსებობს ჯადოსნური ღილაკი, რომელიც ამას შეგვაძლებინებს. მაგრამ ოპტიმიზმის რეალური საფუძველი გვაქვს“, - ამბობს ალონსო.
მუჯელოშივე, ალონსომ, ისევე როგორც „რედ ბულის“ მარკ უებერმა, აღიარა, რომ ტესტების დროს, ყველაზე სწრაფი მანქანა „ლოტუსი“ იყო. ამავე მოსაზრებას „რედ ბულის“ კონსულტანტი, დოქტორი ჰელმუტ მარკოც აღიარებს.

No comments:

Post a Comment