Wednesday, June 27, 2012

ფეტელი „ფერარიში“ 2014 წელს - იტალიური ტელევიზიის ვერსია

Italian television reports Vettel to Ferrari in 2014
27 ივნისი
სებასტიან ფეტელის „ფერარიში“ გადასვლის საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. ამჯერად ის იტალიურ სატელევიზიო კომპანია „მედიასეტის“ არხმა „იტალია 1-მა“ წამოსწია. ცნობილ იტალიელ ჟურნალისტ ჯორჯო ტერუცის ინფორმაციით, გერმანელი მრბოლი და ფერნანდო ალონსო 2014 წელს თანაგუნდელები გახდებიან...

ყველაფერი კი ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით დაიწყო, რომელიც გვამცნობს, რომ გერმანელი მრბოლ მრბოლსა და იტალიურ გუნდს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. იტალიური ტელევიზია კი აკონკრეტებს, რომ კონტრაქტი სამწლიანია.
უფრო მეტიც, ტერუცი ირწმუნება, რომ მომავალ სეზონში, ალონსოს თანაგუნდელი ან ფელიპე მასა იქნება, თუ ბრაზილიელი თავის შედეგებს გააუმჯობესებს, ან მარკ უებერი, რომელიც მასას წასვლის შემდეგ, სკუდერიაში ადგილს ერთი სეზონით შეავსებს, რათა ის თავის ახლანდელ თანაგუნდელს შეუნახოს.
ტერუცის კონტრაქტების ფინანსური მხარეებიც სცოდნია. ის ამბობს, რომ მასას ან უებერის კონტრაქტი იტალიურ გუნდს 5 მილიონი ევრო დაუჯდება, ფეტელს კი მარანელოელები პირველ სეზონში 15 მილიონს გადაუხდიან.

ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან


No comments:

Post a Comment