Lamborghini working on four-seat Aventador GT?
26 ივნისი
ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ამ
ინფორმაციას გამოცემა „მოტორ ტრენდი“ ავრცელებს, რომლის ავტორიტეტი გვაიძულებს
ვიფიქროთ, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები რაღაც მსგავსს აპირებენ. ამერიკული
გამოცემის ცნობით, იტალიური კომპანია „ავენტადორის“ კონცეპტუალურ გრძელბაზიან
ვერსიას ამზადებს, რომლის სალონშიც ოთხი სავარძელი მოთავსდება, ძარას კი ორი
პატარა კარი დაემატება, რომლებიც წინების საპირისპირო მიმართულებით გაიღება.
შეგახსენებთ, რომ „ლამბორგინი“ მალე დაიწყებს
უგზოობის „ურუსის“ წარმოებას. მასვე შემუშავებული აქვს ოთხკარიანი კონცეპტუალური კუპე
„ესტოკე“, რომლის წარმოების შესაძლებლობასაც იტალიური კომპანიის ხელმძღვანელობა
პერიოდულად განიხილავს. სხვათა შორის, სანამ „ურუსის“ წარმოებას მწვანე შუქს
აუნთებდა, „ლამბო“ „ესტოკეს“ წარმოების შესაძლებლობასაც განიხილავდა. და მართალია,
არჩევანი პირველზე შეჩერდა, მაგრამ ოთხკარიანი ავტომობილის გამოშვებაზე უარი არავის
უთქვამს.
ამ ეტაპზე, „მოტორ ტრენდი“ ოთხკარიან კუპეს „ავენტადორ
GT-ს“ სახელით მოიხსენიებს. მისივე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ კონცეპტუალური
ავტომობილის პრემიერა მერმისს, ჟენევის მოტორ შოუზე ჩატარდება. უფრო ადრე კი „ავენტადორის“
ღია ვერსიას დეტროიტის შოუზე ვიხილავთ. შემდეგ კი „ავენტადორისვე“ ვერსია „სუპერ
ველოჩეს“ დროც დადგება, რომელიც 800-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება.
„ლამბორგინიმ“
კიდევ ერთი წლით გადადო თავის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, „გალიარდოს“
შეცვლა. ამ ავტომობილს მორიგი მოდერნიზება ელის, რის შედეგსაც მალე პარიზის მოტორ
შოუზე ვნახავთ. ფრანკფურტის მომავალი წლის შოუზე კი „გალიარდოს“ შემცვლელსაც
ვნახავთ, რომელსაც შემდეგი თაობის „აუდი R8-ს“ პლატფორმაზე შეიმუშავებენ.
No comments:
Post a Comment