Tuesday, June 26, 2012

„ტოიოტა“ „იარისს“ ამერიკისთვის საფრანგეთში გამოუშვებს


Toyota to build Yaris in France for North America
26 ივნისი
„ტოიოტა“ იაპონიაში წარმოების შემცირებას ცდილობს. ამის მთავარი მიზეზი იენის გამყარების პროცესია, რაც იაპონიიდან ექსპორტზე მომუშავე კომპანიების ბიზნესს აზარალებს. იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამერიკისა და კანადის ბაზრებზე შესატან „იარისს“ საფრანგეთში, ონენ-ვალენსიენის ქარხანაში გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ ეს ქარხანა ევროპული სპეციფიკაციის „იარისს“ 2001 წლიდან აწარმოებს. მაგრამ იაპონურ კომპანიას ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე ავტომობილები ჯერ არ შეუტანია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამერიკისთვის საჭირო ავტომობილის ამერიკაშივე წარმოება, სადაც „ტოიოტას“ არაერთი ქარხანა აქვს. მაგრამ საფრანგეთის ქარხანაზე არჩევანი იმის გამო შეჩერდა, რომ ეს ქარხანა მაქსიმალურად დაიტვირთოს.
ჩრიდლოამერიკული „იარისი“, ევროპულისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ეს პირველ რიგში, ამ ავტომობილების გარეგნობაშიც შეინიშნება - მათი წინა და უკანა ნაწილები სხვადასხვანაირადაა გაფორმებული. ამერიკული „იარისისთვის“ გათვალისწინებულია ავტომატური ტრანსმისია. განსხვავებაა ძრავებში და უსაფრთხოების ეკიპირებაშიც.
აღსანიშნავია, რომ იენს „ტოიოტას“ გარდა, „ნისანი“ და „ჰონდაც“ გაურბიან. ამ უკანასკნელმა ახლახანს გამოაცხადა, რომ თავისი ორი პატარა მოდელის - „ფიტის“ და CR-Z-ის იაპონიის გარეთ წარმოებას აპირებს. თუმცა, შესაბამისი ქვეყანა ჯერ არ შეურჩევია.

No comments:

Post a Comment