Porsche gets its own pavilion at Autostadt
19 ივნისი
გერმანია საავტომობილო ქვეყანაა და მსოფლიოში
საუკეთესო საავტომობილო მუზეუმებითაც დაიკვეხნის. მიუნხენში „ბეემვეს“ მუზეუმს
ნახავთ, შტუტგარტში „მერსედესის“ და „პორშეს“ მუზეუმებია, ვოლფსბურგში კი „ფოლკსვაგენის“
ავტოქალაქი, რომელშიც მის ჯგუფში შემავალი ბრენდების წარსულის ხილვაც შეიძლება.
მალე ვოლფსბურგელთა ოჯახს „პორშეც“ შეუერთდება და ავტოქალაქიც
ახალი პავილიონით შეივსო, რომელიც სწორედ „პორშეს“ დაეთმო. ამ პავილიონის სახურავს
ლეგენდარულ მოდელ 911-ის სილუეტის ფორმა ჰქონია. მასში 25 ავტომობილი
მოუთავსებიათ, რომლებიც „პორშეს“ ისტორიის ნაწილებია. იქ ნახავთ როგორც 1948 წლის „პორშე
356-ს“, ასევე ყველა თანამედროვე მოდელს.
პავილიონის
ფართობი 1400 კვადრატული მეტრია. გარდა ამისა, აქვე არის სახელოსნო, რომელშიც სტუდენტებს
ძველ ტრაქტორ „სუპერ 308-ს“ რესტავრაციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ. ეს
ტრაქტორიც „პორშეს“ ისტორიის ნაწილია და რესტავრირების შემდეგ, პავილიონში თავის
ადგილს მიიღებს. ბავშვებს კი პატარა ელექტრონული „პორშეებით“ გასეირნება
შეუძლიათ...
No comments:
Post a Comment