AMG boss says no to four-door SLS
19 ივნისი
„მერსედესის“ ჯგუფში შემავალი სატუნინგო კომპანია AMG
ოღხკარიან კუპე SLS-ის გამოშვებას აღარ აპირებს. არადა, ცოტა ხნის
წინ, ინტერნეტით გავრცელდა ესკიზები, რომლებიც გერმანიის საპატენტო სააგენტოში იყო
შეტანილი. ამ ესკიზებზე, სწორედ SLS-ის ოთხკარიანი ვერსია იყო
გამოსახული.
მაგრამ ახლახანს, AMG-ს შეფმა ოლა
კალენიუსმა, ბელგიურ გამოცემა „ავტოვიზისთან“ საუბრისას, ასეთი ავტომობილის
გამოშვება გამორიცხა. მან განაცხადა, რომ ძალიან გააკვირვა პრესაში გავრცელებულმა
ინფორმაციამ, ასეთი ავტომობილის წარმოების შესაძლებლობის შესახებ.
„ოთხკარიან SLS-ს სერიული წარმოების არანაირი შანსი
არ გააჩნია. ესკიზებზე რაცაა, ეს ძველი კონცეპციაა, უბრალო იდეა, რომელიც ჩვენს ინჟინრებს,
ჩვეულებრივ SLS-ზე მუშაობისას დაებადათ. რა თქმა უნდა, არაერთ საინტერესო პროექტს
აუცილებლად განვახორციელებთ, მაგრამ ოთხკარიანი სუპერ ავტომობილის წარმოება, ჩვენს
გეგმებში არ შედის“, - განაცხადა კალენიუსმა.
როგორც
ცნობილია, „მერსედეს-ბენც SLS AMG-ს“ ჯერჯერობით მხოლოდ ორი - ღია და სატრეკო მოდიფიკაციები
გააჩნია. მალე კი გამას ელექტრომობილი შეემატება.
No comments:
Post a Comment