Lotus thinks it has solution to its lack of
qualifying pace
12 ივნისი
ერიკ ბუიე და რომენ გროჟანი |
„ლოტუსში“ დარწმუნებულები არიან, რომ მომდევნო ეტაპებზე,
კვალიფიკაციებზე უკეთესი შედეგებისთვის ბრძოლას შეძლებენ. ეს კი სერიოზული ნაბიჯი
იქნება მთავარი მიზნის რბოლებში გამარჯვებისკენ. კანადაში რომენ გროჟანმა მეორე ადგილი
დაიკავა. არადა, სტარტი მეშვიდე პოზიციიდან აიღო. ფინიშთან მან გამარჯვებულ ლუის
ჰამილტონთან ორწამნახევარი წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი სასტარტო პოზიციის
შემთხვევაში, გამარჯვების რეალური შანსი ექნებოდა.
ცხელ ამინდში E20 კარგად
მუშაობს და სავარაუდოდ, ზაფხულის რბოლებში „ლოტუსი“ ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც
მელბურნში. ამიტომ, გუნდში გადაწყვეტილი აქვთ, რომ როგორმე თავიანთ პილოტებს
საკვალიფიკაციო რბოლებში უკეთესი ადგილისთვის ბრძოლის საფუძველი შეუქმნან. ამ
საქმეში კი „პირელის“ საბურავების თავისებურებათა შესწავლა ძალიან გამოადგებათ.
კითხვაზე, მათი მანქანა მხოლოდ ცხელ ამინდში ხომ არ
ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს, „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე პასუხობს: „არამგონია,
მანქანა სიცხისადმი ძალიან მგრძნობიარე იყოს. სამაგიეროდ ვიცით, რომ ამ
საბურავების სამუშაო რესურსი ძლიერ შეზღუდულია. ჩვენი, კონსერვატიული კონსტრუქციის
მქონე ავტომობილისთვის, დროა საჭირო იმისათვის, რომ რეზინი გახურდეს და ოპტიმალურად
იმუშაოს. გვაქვს რამდენიმე იდა, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ. არ ვიტყვი, რომ პოულ
პოზიციებისთვის ვიბრძოლებთ, მაგრამ უკეთესი ადგილებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ“.
ბუიეს
თქმით, მონრეალში მიღწეული შედეგით გუნდის შემართება გაძლიერდა. ეს იყო მონაკოს რბოლაში
ნაწვნევი ფიასკოს მაგიერი წარმატება. იქ „ლოტუსის“ მრბოლებისგან ყველა გამარჯვებას
ელოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა.
No comments:
Post a Comment