Tuesday, June 12, 2012

„სუპერბასი“ - ელექტრული სპორტული ავტობუსი შეიხებისთვის (ვიდეო)


Superbus Electric 'Sports Bus' Now Road Legal, Ready For UAE
12 ივნისი
„სუპერბასი“ - ასე დაარქვეს ჰოლანდიის დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტებმა თავიანთ შედევრს, რომელიც ადგილების რიცხვით ავტობუსია, გარეგნობით კი სუპერ ავტომობილს მოგაგონებთ, კიდევ ჩქაროსნულ სამგზავრო მატარებელს...

საერთოდ, ავტობუსი ევროპაში გადაადგილების პოპულარული საშუალებაა, განსაკუთრებით ტურისტებში. ამერიკელები კი ავტობუსით მგზავრობას ერიდებიან - ისინი კერძო ტრანსპორტით არიან განებივრებულნი. რაც შეეხებათ არაბ შეიხებს, მათთვის ყველანაირი ტრანსპორტი სასურველია, თუ ის გამორჩეული იქნება. თუნდაც, ავტობუსი იყოს.
და „სუპერბასი“ სწორედ არაბებისთვისაა - ის „ბოინგის“ სპეციალური სატვირთო სუპერგიგანტით უკვე გაამგზავრეს ემირატებში, სადაც დუბაისა და აბუ დაბის შორის რეისებს შეასრულებს. ამ ორ ქალაქს შორის არსებული მანძილი (დაახლოებით 120 კმ) შეესაბამება „სუპერბასის“ სვლის სიშორეს - ამ სპორტული ავტობუსის ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი სწორედ ამ მანძილის გასავლელადაა საკმარისი. თუმცა, ავტობუსს სახურავზე აქვს მზის ელემენტების ბლოკიც, რომელიც ძრავის მკვებავ ელემენტებს გზაში მუხტავს (ნაწილობრივ). სუპერ ავტობუსის ზუსტი მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა, თუმცა მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ს აღწევს.
„სუპერბასში“ სულ 23 მგზავრი ეტევა, რომლებისთვისაც სალონში სპორტული სუპერ ავტომობილის შესაფერისი სავარძლებია მოთავსებული. ყველა სავარძელი, ასევე სპორტული, ოთხ წერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი. სალონში შესასვლელად რვა კარია, რომლებიც ეგრეთ წოდებული თოლის ფრთის სტილში (მერსედესის ლეგენდარული გალუინგის მსგავსად) იღება.
ემირატებში, დუბაისა და აბუ დაბის შორის, სპეციალური ზოლის მოწყობა აქვთ გადაწყვეტილი, რომელიც მხოლოდ „სუპერბასისთვის“ იქნება განკუთვნილი და ამ ზოლში არანაირი საგზაო წესები არ იმოქმედებს.







ვიდეო

No comments:

Post a Comment