Mercedes apologises to Michael Schumacher for
latest technical failure
11 ივნისი
„მერსედესის“ გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ბოდიში მოუხადა
მიხაელ შუმახერს იმის გამო, რომ რბოლის დროს, მის მანქანაზე სისტემა DRS
მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გერმანელს ფინიშამდე მიღწევაში ხელი შეუშალა. არადა,
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მონრეალის რბოლაში კარგი შედეგის იმედი ჰქონდა.
სამწლიანი უქმეობიდან დაბრუნებული შუმახერი
ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას. ამ სეზონში, მისმა თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა
რბოლაც კი მოიგო, შუმი კი ორად-ორი ქულის ამარაა. მისგან კი მაინც ძველებურად გამარჯვებებს
ელიან.
შუმახერი მონაკოს რბოლასაც მანქანის ტექნიკური
პრობლემის მიზეზით გამოეთიშა. მელბურნში კი ჰიდრავლიკური სისტემის ის მილი
დაზიანდა, რომლითაც რეგულირებადი ფრთა იმართება. ბოქსებში ბევრს ეცადნენ გახსნილი
ფრთის დახურვას, რათა შუმახერს ტრასაზე დაბრუნების საშუალება ჰქონოდა, მაგრამ ფრთას
ძვრაც ვერ უყვეს...
ბრაუნი ყოველივეს გამო ძალიან სწუხს და შუმახერს
მომხდარის გამო უბოდიშებს: „მის მანქანაზე ჰიდრავლიკა დაზიანდა, რამაც DRS
ღიად დატოვა. მცდელობის მიუხედავად, მისი დახურვა ვერ მოხერხდა. მხოლოდ ის
შემიძლია, რომ ამის გამო მიხაელს ბოდიში მოვუხადო“.
შუმახერი კი ამბობს, რომ მომხდარს ვერავის
დააბრალებს და საერთოდ, ამ სეზონში შექმნილი პრობლემებიც არავის ბრალი არ არის: „რა
თქმა უნდა, გაწბილებული ვარ, მაგრამ ასეთი რამ ხდება ხოლმე და კონკრეტულად ვერავის
დავადანაშაულებ. მითუმეტეს ვხედავ, რომ გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და ალბათ,
ჩემზე მეტად ისინი განიცდიან. რას ვიზამთ, ვალენსიაში ისევ ვეცდებით სასურველი
მიზნის მიღწევას“.
მისმა
თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა მონრეალის რბოლა მე-6 ადგილზე დაასრულა და დღეისათვის
67 ქულა აქვს.
No comments:
Post a Comment