Monday, July 2, 2012

სიჩქარის რეკორდი უკუსვლაში... (ვიდეო)


Nissan Leaf Sets Record Lap Time of Goodwood Hill Climb Going Backwards
2 ივლისი
„ნისანს“ ამ უცნაური რეკორდის დამყარება გუდვუდის შარშანდელ ფესტივალზე სურდა, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს. მიზეზად შესაბამისი ტესტების ნაკლებობა დასახელდა. ძნელი სათქმელია, იაპონური კომპანია ელექტრომობილ „ლიფის“ რეკლამირებისთვის როგორ გამოიყენებს ამ რეკორდს, მაგრამ ფაქტია, რომ უარიდან ერთი წლის შემდეგ, მიზანი მიღწეულია!

ერთადერთი ცვლილება, რაც ელექტრომობილის კონსტრუქციაში „ნისანმა“ შეიტანა, უკუსვლის სიჩქარის შემზღუდველის გამორთვა იყო. სერიულ ავტომობილზე ეს შემზღუდველი იმისთვისაა, რომ უკუსვლით მეტისმეტად სწრაფად არ იაროთ. გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე რეკორდის დასამყარებლად კი ეს შეზღუდვა მხოლოდ ხელის შემშლელი იყო...
ტრიუკების ოსტატმა პროფესიონალმა მრბოლმა ტერი გრანტმაფესტივალის პირველივე დღეს გუდვუდის აღმართი (1.87 კმ) უკუსვლით 2 წუთსა და 3 წამში გაიარა. შემდეგ დღეებში კი თავისივე შედეგს  26 წამი მოაკლო. რეკორდული გარბენისას, მისმა სიჩქარემ 88.5 კმ/სთ შეადგინა.




ვიდეო


No comments:

Post a Comment