1 ივლისი
„იაგუარმა“ თავისი ახალი პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგიის სადემონსტრაციოდ, გუდვუდის სიჩქარის ფესტივალი გამოიყენა. ჰიბრიდული სისტემა ლიმუზინ XJ-ზე დაამონტაჟეს და საზოგადოებას ის „იაგუარ XJ_e-ის“ სახელით წარუდგინეს. ჰიბრიდული ავტომობილი ჯგუფ „იაგუარ ლენდს როვერის“ შესაძლებლობების წარმოსაჩენად შეიქმნა, თუმცა ინგლისური კომპანია აღიარებს, ამ ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენება თავის ყველა მოდელზე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი XJ_e ნაწილობრივ,
ბრიტანეთის ბრიტანეთის მთავრობის ტექნოლოგიური სტრატეგიების საბჭოს მიერაა
დაფინანსებული. პროექტის შემუშავებაში კი, რამდენიმე ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა
კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მთავარ მიზანს, გამონაბოლქვში
ნახშირორჟანგის ძალიან მცირე შემცველობის მიღწევა წარმოადგენს.
„იაგუარ XJ_e“ არის პლაგ-ინ ჰიბრიდული
ელექტრომობილი, რომლის ძალურ სისტემაშიც შედის: 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელსაც
საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავის სიმძლავრე
329 ცხენის ძალას აღწევს. მასთან 8-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა
შეწყვილებული. ჰიბრიდულ სისტემაში ასევე შესულია 69-კილოვატიანი ელექტრული ძრავი/გენერატორი,
რომელსაც ენერგიით ლითიუმ იონური ელემენტების 12.8-კილოვატსაათიანი ბლოკი
ამარაგებს. ამ ბლოკის დამუხტვა საყოფაცხოვრებო 240-ვოლტიანი ქსელიდან, დაახლოებით
4 საათში ესწრება.
„იაგუარის“ მონაცემებით, მარტო აკუმულატორის
ხარჯზე, XJ_e-ს 40 კილომეტრის გავლა შეუძლია. გარდა ამისა, ავტომობილმა შეიძლება
მხოლოდ შიდაწვის ძრავით, ან კომბინირებულ რეჟიმში გადაადგილებაც შეუძლია. თუმცა,
ინგლისური კომპანია ჯერ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რამდენია ავტომობილის სვლის მაქსიმალური
სიშორე.
პლაგ-ინ
ჰიბრიდულ XJ-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 6.5 წამში შეუძლია, მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კმ/სთ მაჩვენებლითაა შეზღუდული. ბრიტანული კომპანიის
მონაცემებით, XJ_e-ს 100 კილომეტრის გასავლელად 3.2 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი
კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში დაახლოებით 75 გრამ ნახშიროჟანგს გამოჰყოფს.
No comments:
Post a Comment