Lewis Hamilton says keeping trophy a major factor
in McLaren contract talks
2 აგვისტო
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „მაკლარენთან“ კონტრაქტის
გაგრძელებაზე იმოქმედებს გუნდთან შეთანხმება, რომელიც მის მიერ მოპოვებული თასების
ორიგინალების თავისთვის დატოვების უფლებას მისცემს. ასეთი განცხადების მიუხედავად,
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ჰამილტონი და „მაკლარენი“ მომავალშიც ერთად
იქნებიან.
უნგრეთის დიდ პრიზზე გამარჯვების შემდეგ, ჰამილტონმა
განაცხადა, რომ უოკინგელებთან მოლაპარაკებისას, მისთვის მტავარი საკითხი სწორედ
თასები იქნება. მაგრამ ისიც საყოველთაოდაა ცნობილი, რომ „მაკლარენი“ თასების ორიგინალებს
ყოველთვის თავისთვის იტოვებს და პილოტებს მხოლოდ ასლებს აძლევს.
„რონს (დენისს) და გუნდს ყველა ტროფეა თავისთვის
აქვთ და პილოტებს მხოლოდ ასლებს უტოვებენ. ბევრ სხვა გუნდში პირიქით ხდება.
ორიგინალურ თასებს მრბოლები ინარჩუნებენ. როგორც მრბოლს, ორი რამ მსურს. ერთია
ჩაფხუტი, მეორე კი თასი, რომელიც მოვიპოვე. ჩემთვის ისინი შეუფასებელია. სულ არ
ვიდარდებ, თუ მანქანის დატოვების საშუალებას არ მომცემენ. მაგრამ ეს ორი რაღაც
ისაა, რისთვისაც თავს არ ვზოგავ. ისინი კი გუნდთანაა. ასე რომ, როგორი კონტრაქტიც
უნდა მქონდეს, ამ ორ საკითხზე განსაკუთრებული საუბარი გვექნება“, - ამბობს ჰამილტონი
და დასძენს, არამგონია, ძნელი გადაწყვეტილება მქონდეს მისაღები, მაგრამ ის მე უნდა
მივიღო და არა სხვამო.
რაც
შეეხება „მაკლარენს“, გუნდმა ჰამილტონის მოთხოვნები რამდენიმე კვირის წინ შეიტყო.
მისმა შეფმა მარტინ უიტმარშმა განაცხადა, რომ არ ეგონა, თუ ეს საკითხი საყოველთაო
განხილვის საგანი გახდებოდა: „ლუისს დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენ ერთმანეთის ძალიან
კარგად გვესმის. ვფიქრობ, ჩვენს შორის ორმხრივი პატივისცემა და ნდობაა. ასე რომ,
ამ ტროფეების საკითხს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ“.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment