Tuesday, November 13, 2012

„ბეემვე“ კონცეპტუალურ X4-ს დეტროიტში გვიჩვენებს


BMW X4 Concept Coming to 2013 Detroit Auto Show
13 ნოემბერი
წლის დასაწყისში, „ბეემვეს“ მთავარმა აღმასრულებელმა ნორბერტ რაიტჰოფერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია სპორტულ ქროსოვერ X4-ს გამოშვებას გეგმავს და მისი წარმოებისთვის აშშ-ის ქალაქ სპარტანბურგის ქარხანაა გამოყოფილი. მაგრამ წარმოების დაწყების დრო არ დაუსახელებია.

ახლახანს კი ბრიტანულმა გამოცემა „ავტოუიკმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბეემვე“ კონცეპტუალურ X4-ს დეტროიტის საერთაშორისო ავტოსალონზე წარადგენს. ამასთან, შოუს დამთვალიერებელი, ფაქტობრივად წინასერიულ, წარმოებისთვის მომზადებულ ავტომობილს იხილავს. იმავე გამოცემის ინფორმაციით, ამ ავტომობილის წარმოებას ბავარიელები 2014 წელს დაიწყებენ.
„ავტოუიკისვე“ ინფორმაციით, ახალი ავტომობილი ქროსოვერ X3-ის პლატფორმაზეა შემუშავებული და მისგანვე მიიღებს ძრავების სრულ გამას. შეიძლება ითქვას, რომ X4 იქნება X3-ის სპორტული ვარიანტი. რა თქმა უნდა, მისი დებიუტიდან მოკლე ხანში, ბაზარზე გამოჩნდება X4-ის M-ვერსია, რომელიც 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ცილინდრების ერთრიგა განლაგებით) ტურბოძრავით აღიჭურვება. ამ ძრავს ბავარიელები ამჟამად სედან M3-ის და კუპე M4-სთვის ქმნიან.
გარდა ამისა, მყიდველს ასევე დიზელისძრავიან M-ვერსიასაც შესთავაზებენ. კერძოდ, ეს ავტომობილი, 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ცილინდრების ერთრიგა განლაგებით), სამტურბოიანი დიზელის იძრავის დეფორსირებული ვერსიით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც ამჟამად 381 ცხენის ძალაა.

No comments:

Post a Comment