Thursday, November 15, 2012

ახალი A-კლასი ახალ „გოლფზე“ პოპულარულია


Mercedes Racks Up 90,000 Orders for New A-Class, More than Double than that of the VW Golf
15 ნოემბერი
„მერსედეს-ბენცის“ ახალი A-კლასის ჰეჩბეკი, C-სეგმენტის პრემიუმ ავტომობილია, მაგრამ ამის მიუხედავად, ევროპელ მყიდველთა შორის, პოპულარობით სარგებლობს. როიტერსის ინფორმაციით, „მერსედეს-ბენცის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ „დი ცაიტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ, ამ კომპაქტურ ჰეჩბეკზე უკვე 90 000 შეკვეთა მიიღო.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე ორ თვეზე ცოტა მეტი ხნის წინაა გამოსული, ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან შთამბეჭდავია. და თუ შევადარებთ „ფოლკსვაგენის“ მეშვიდე თაობის „გოლფზე“ მიღებულ 40 000 შეკვეთას, კიდვ უფრო შთამბეჭდავი იქნება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვოლფსბურგელებმა თავიანთი ბესტსელერის გაყიდვა ოდნავ გვიან დაიწყეს.
„მერსედეს-ბენცის“ გეგმის შესაბამისად, A-კლასის ბაზაზე, მალე კომპაქტური ავტომობილების მთელი ოჯახი შეიქმნება. კერძოდ, მალე დაიწყება ოთხკარიან კუპე CLA-ს წარმოება, რომელსაც მოგვიანებით უგზოობის GLA-ს წარმოება მოჰყვება.

No comments:

Post a Comment