Thursday, November 15, 2012

„ჰიუნდაიმ“ მესამე კვარტალი 2 მილიარდი დოლარის მოგებით დაასრულა


Hyundai posts $2 billion Q3 profit on gains from anti-Japan protests
15 ნოემბერი
„ჰიუნდაი მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ მესამე კვარტალში მისი მოგება 13 პროცენტით გაიზარდა. ასეთი ზრდა, მეტწილად ევროპის ბაზარზე მინიავტომობილ i10-ის კარგმა გაყიდვებმა და ჩინეთში ანტიიაპონურმა განწყობამ შეუწყო ხელი, რის გამოც, ჩინელები იაპონურ ავტომობილებზე მასობრივად ამბობენ უარს. საერთო ჯამში, მესამე კვარტლის მოგებამ 2.17 ტრილიონი ვონი (დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი) შეადგინა. შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მოგება 1.92 ტრილიონი ვონი იყო.

კორეული კომპანია აცხადებს, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ გაყიდვების ზრდის პროგნოზულ ტემპებს გადააჭარბებს. მეოტხე კვარტალში მიწოდება უკვე 8.2 პროცენტით არის გაზრდილი. ეს კი ისევ ჩინეთში გაყიდვების მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა. არადა, იაპონიასა და ჩინეთს შორის არსებული ტერიტორიული დავა რომ არა, „ჰიუნდაის“ მოგების დაფიქსირებაც კი გაუჭირდებოდა, რადგან მის საწარმოებში რამდენიმეკვირიანმა გაფიცვებმა 1.7 ტრილიონი ვონით აზარალა.
გაფიცვების გამო, „ჰიუნდაის“ პროფკავშირებთან რამდენიმე დათმობაზე წასვლა დასჭირდა. ყოველ თანამშრომელზე კომპენსაცია საშუალოდ 27.3 მილიონი ვონით გაიზარდა. გაუქმდა შუაღამის ცვლები. ეს იყო „ჰიუნდაის“ ქარხნებში 2008 წლის შემდგომ მომხდარი პირველი დიდი გაფიცვა იყო. ამის გამო, კორეულ კომპანიას 82 088 ავტომობილი დააკლდა. გაფიცვების შედეგად, საშინაო ბაზარზე გაყიდვები 8.3 პროცენტით დაეცა.
და მაინც, „ჰიუნდაიმ“ შეუძლებელი შეძლო. გეგმიური 2.05 ტრილიონის ნაცვლად, მისმა მოგებამ 2.17 ტრილიონ ვონს მიაღწია. მსგავსი ტენდენცია გაყიდვებშიც შეინიშნება. წლის დასაწყისში კომპანიამ ივარაუდა, რომ წლიური გაყიდვები 4.29 მილიონ მილიონ ავტომობილს მიაღწევდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.7 პროცენტით მეტია. ამ ზრდაში ყველაზე მეტი წილი - 15 პროცენტი, ევროპის ბაზარს ენიჭება, 6.8 პროცენტი კი - ჩინეთისას. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გაყიდვების რეალური ზრდა, წლის დასაწყისში ნავარაუდებ ზრდაზე შესამძნევია. მეოთხე კვარტლის გაყიდვების დინამიკა ისეთია, რომ 1.2 მილიონი ავტომობილი გაიყიდება.
ცნობისათვის, მსოფლიოს საავტომობილო ბაზარი წელს დაახლოებით 3.6 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ამერიკის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 4.1 პროცენტია. სამაგიეროდ, ევროპაში გაყიდვების 1.7 პროცენტით კლებაა მოსალოდნელი. ინდური ბაზარი 8 პროცენტით გაიზრდება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა, ყველაზე სწრაფად მზარდ, ჩინეთის ბაზარს ენიჭება, სადაც „ჰიუნდაი“ და მის ჯგუფში შემავალი „კია მოტორსი“ წლის განმავლობაში ერთად 1.25 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ. მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ეს გეგმაც მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდება - მარტო „ჰიუნდაის“ გაყიდვები 840 000 ავტომობილს მიაღწევს. ცნობისათვის, კორეულმა კომპანიამ შარშან ცისქვეშეთში 739 800 ავტომობილი გაჰყიდა. წლევანდელი პირველადი გეგმა 790 000 ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობდა.

No comments:

Post a Comment