Thursday, November 15, 2012

„შევროლემ“ ახალი „კორვეტი“ ვიდეო ტიზერით გაგვაცნო (ვიდეო)

New 2014 Corvette C7 Video Trailer Shows Early Design Prototypes
15 ნოემბერი
მრავალმილიონიან საავტომობილო ბაზარზე, თითზე ჩამოსათვლელ სუპერ ავტომობილებს უშვებენ, მაგრამ ესეც საკმარისია იმსიათვის, რომ მუდმივად რამე სიახლე შესთავაზონ მყიდველს. „ფერარი“, „ლამბორგინი“, „ბენტლი“, „პრშე“ და ახლა უკვე „მაკლარენიც“, ერთმანეთის მიყოლებით გვაცნობენ თავიანთ შედევრებს. და ამ მხრივ, გამონაკლისი არც მომავალი წელი იქნება.

როგორც ჩანს, მომავალი წლის სეზონს „შევროლე“ გახსნის, რომელმაც გამოაცხადა, რომ დეტროიტის მოტორ შოუზე, ახალ „შევროლე კორვეტ C7-ს“ წარადგენს. ამასთან დაკავშირებით კი ვიდეო ტრეილერი გაავრცელა, რომელსაც „კონცეპშნ“ უწოდა. ამ ტრეილერში ნაჩვენებია ახალი „კორვეტის“ დიზაინის ფილოსოფია.
„როგორც წესი, სპორტული ავტომობილების მთავარი პრინციპია - ფორმას ფუნქცია განაპირობებს. მე კი ვიტყოდი, რომ მშვენიერი ფორმები, შესაძლებლობებით წარმოქმნილი ფუნქციების თანმდევია“, - ამბობს „კორვეტ C7-ის“ ექსტერიერის დიზაინის შეფი კირკ ბენიონი.
კომპანია კი ახალი ავტომობილის გარეგნობას ასე ახასიათებს: „2014 წლის კორვეტის ექსტერიერი ექსტერიერი, აეროდინამიკის ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. ყოველი ზოლი, ყოველი ნახვრეტი და ყოველი მილიმეტრი ფუნქციის მატარებელია“.
და მაინც, მოკლე ფილმის ყველაზე საინტერესო ნაწილი ის წამებია, როდესაც ეკრანზე ათეულობით ესკოზს მოკრავთ თვალს. ოღონდ, ეს მეშვიდე თაობის „კორვეტის“ ადრეული ესკიზებია. რა ფორმით განხორციელდნენ ისინი ავტომობილში, რომელსაც ჯერ საბურველი ფარავს, ამას 13 იანვარს გავიგებთ. თუმცა, ერთი რამის თქმა ახლავე შეიძლება - „კორვეტი“ სრულიად განსხვავებულ სახეს ღებულობს, მას უბრალოდ, ვერ იცნობთ...



ვიდეო

No comments:

Post a Comment