Sunday, November 18, 2012

ოსტინის ტრასა ზეთიანია?

Oil, not dust to blame for slippery Austin
18 ნოემბერი
ყველა აღიარებს, რომ ოსტინის უახლესი ტრეკის ზედაპირი ძალიან სრიალაა. ამის გამო, პრაქტიკების დროს, ბევრ მრბოლს მოუცურდა მანქანა. თავიდან ვარაუდობდნენ, რომ ამის მიზეზი მტვერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გაჩნდა მოულოდნელი მოსაზრება, რომ ასფალტი ზეთითაა გაჟღენთილი.

ყოველ შემთხვევაში, ამას ვარაუდობს გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“, რომლის პუბლიკაციაშიც, კიდევ რამდენიმე მიზეზზეა ლაპარაკი. კერძოდ, ცივ ამინდზე და „პირელის“ მიერ არასწორად შერჩეულ, მეტისმეტად მყარ საბურავებზე. მაგრამ მთავარი ისაა, რომ „ასფალტი ზეთით იცვარება“.
„ტრასის დიზაინერმა ჰერმან ტილკემ ჩარლი უაიტინგს განუცხადა, რომ აქ ისეთივე ასფალტი დააგეს, როგორიც ინდოეთსა და კორეაშია გამოყენებული“, - ყვება პუბლიკაციის ავტორი მიხაელ შმიდტი. მაგრამ ამას არ ეთანხმება პედრო დე ლა როსა - აქაური ასფალტი ძალიან განსხვავებულია, ამბობს ესპანელი.
ფერნანდო ალონსოს თქმით, ოსტინის ტრასის ზედაპირი ძალიან სწორი, თითქმის ფორების გარეშეა, რითაც პორტიმაუს (პორტუგალია) ტრასის საფარს აგონებს. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გერმანელი ჟურნალისტი ეთანხმება, დე ლა როსა კი დასძენს: „თუ ტრასას დილას გახედავთ, შეამჩნევთ, რომ მის ზედაპირზე ზეთი ლაპლაპებს“...

No comments:

Post a Comment