Sunday, November 18, 2012

ალონსო მაინც ოპტიმისტია


Alonso certain he will outscore Vettel despite poor qualifying
18 ნოემბერი
ფერნანდო ალონსო დარწმუნებულია, რომ ამერიკული ეტაპის შემდეგ, ის სებასტიან ფეტელთან ჩამორჩენას შეამცირებს. არადა, სტარტს პოულზე მდგარი ფეტელისგან შვიდი ადგილით უკან აიღებს. უფრო მეტიც, კვალიფიკაციაზე ფეტელმა მას თითქმის ორი წამით აჯობა. თანაც, ალონსოს თანაგუნდელმა ფელიპე მასამაც აჯობა, რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე.

„ჩვენ ასეთ შედეგს ველოდით. ვიცოდით, რომ ეს ძნელი იქნებოდა. აბუ დაბიში რბოლა მეშვიდე პოზიციიდან დავიწყე, აქ კი მერვე ვარ. ასე რომ, მეტნაკლებად იგივე პოზიციაზე ვარ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, იმედი მაქვს, რომ რბოლისას სებასტიანთან ჩამორჩენას შევამცირებთ. მთავარი სწორედ ესაა. ის პოულიდან იწყებს და ძალიან სწრაფია. მაგრამ რბოლა გრძელია და გარკვეული შანსები მექნება“, - ამბობს ალონსო.
ესპანელს სჭირდება, რომ ფეტელის გამარჯვების შემთხვევაში, მინიმუმ მეოთხე ადგილი დაიკავოს, რათა ბოლო, ბრაზილიური ეტაპის წინ, ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს. მაგრამ ალონსო ამბობს, რომ ამაზე მეტის უნარი შესწევს.
„ვნახოთ, სტარტი როგორი იქნება. თუ ის აქაც მოიგებს და ბრაზილიაშიც, რას ვიზამ, დამსახურებული ჩემპიონი გახდება. კვალიფიკაციაზე სერიოზული გარჯა დამჭირდა იმისათვის, რომ მესამე სეგმენტში გავსულიყავი. ახლაც ბრძოლა მომიწევს, მაგრამ ამისათვის ყოველთვის მზად ვარ. მაგრამ რაღაც ისეთი უცნაური გრძნობა მაქვს, რომ ჩამორჩენას შევამცირებ“, - დასძენს ალონსო.

No comments:

Post a Comment