Red Bull Racing not expecting to resume its
dominance of Formula 1
24 აპრილი
მიუხედავად იმისა, რომ ბაჰრეინის დიდ პრიზზე სებასტიან
ფეტელმა გამარჯვება მოიპოვა, „რედ ბულ რეისინგი“ მაინც თვლის, რომ ეს მისი დომინაციის
დასაწყისს სულაც არ მოასწავებს. სამაგიეროდ, ავსტრიულ გუნდში ვარაუდობენ, რომ ეს
სეზონი ისეთივე არაპროგნოზირებადი იქნება, როგორიც პირველი ოტხი ეტაპი იყო. შეგახსენებთ,
რომ ეს ოთხი ეტაპი, ოთხი გუნდის პილოტებმა მოიგეს.
ბევრი თვლის, რომ ფეტელის ეს გამარჯვება, „წითელი
ხარების“ პელოტონის სათავეში დაბრუნების დასაწყისია, თუმცა ავსტრიული გუნდის შეფი ქრისტიან
ჰორნერი (ფოტოზე ფეტელთან ერთად) თვლის, რომ ამ სეზონში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ნებისმიერ გუნდს
ძალიან გაუჭირდება:
„ვფიქრობ, ამ სეზონში ბევრი აღმავლობასაც ვნახავთ
და დაღმასვლასაც. მთავარი ფაქტორი სტაბილურობა იქნება. არის რბოლები, რომლებშიც
ქულების დაგროვებაზე უნდა იფიქრო. ზოგჯერ კი მოგების შანსი გეძლევა და ამის
ხელიდან გაშვება არ იქნება. ვფიქრობ, კლასიფიკაციაში სიტუაცია ბევრჯერ შეიცვლება.
ჩვენს გამარჯვებაზე კი ვიტყვი, რომ ჩინეთში რბოლის შემდეგ, ასეთ შედეგს ვერც კი
წარმოვიდგენდით. დარწმუნებული ვარ, დარჩენილი 16 რბოლაც ასეთივე არაპროგნოზირებადი
იქნება“.
ჰორნერი ამბობს, რომ „რედ ბულში“ თავადაც
გაკვირვებულები არიან იმით, რომ სეზონის ამ ეტაპზე, ორივე ჩათვლაში ლიდერობენ. და
სწორედ ესაა იმის დასტური, რომ სტაბილურობას ოქროს ფასი ექნება:
„პირველ ოთხ რბოლაში, ქულებს სტაბილურად ვაგროვებთ.
მარკთან ერთად, ოთხი მეოთხე ადგილი გვაქვს და ფეტელს კი თითო პირველი, მეორე, მეხუთე
და მე-11 ადგილები აქვს. ამან ლიდერობა მაშინ მოგვიტანა, როცა ჩვენ მსგავსს
ვერაფერს ვინატრებდით. ყოველივე კიდვ ერთხელ გვიდასტურებს, რომ როცა გუნდურ
ინტერესებზე ხარ მობილიზებული, შესაბამის დივიდენდებსაც ღებულობ“.
ჰორნერი იმედოვნებს, რომ მუჯელოზე ტესტების შემდეგ,
ინჟინრები საჭირო ინფორმაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მანქანის საჭირო
მიმართულებით მოდერნიზება დაგეგმონ, რაც მომდევნო რბოლებში პროგრესის მისაღწევად გამოადგებათ.
No comments:
Post a Comment