Saturday, September 15, 2012

ალონსო: ჰამილტონი მართალია, „მაკლარენიდან“ წასვლას რომ ფიქრობს


Hamilton right to consider leaving McLaren – Alonso
15 სექტემბერი
ფერნანდო ალონსო თვლის, რომ ლუის ჰამილტონი სწორად იქცევა, „მაკლარენიდან“ წასვლაზე თუ ფიქრობს. ბრიტანელ მრბოლთან ერთად, მან „მაკლარენში 2007 წლის სეზონი გაატარა, რომელიც ორივემ მეორე ადგილზე, ერთნაირი ქულებით დაასრულა. შემდეგ კი გუნდი სკანდალით დატოვა.
მსოფლოს ორგზის ჩემპიონი თვლის, რომ „მაკლარენიდან“ წამოსვლა, მის ცხოვრებაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილება იყო: „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო. ასე რომ, თუ ჰამილტონი ახლა იგივე ნაბიჯის გადადგმაზე ფიქრობს, რატომაც არა. არ ვიცი, რატომ ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია. „მაკლარენი“ დიდი გუნდია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, ბოლოს ტიტული მათ (ჰამილტონმა) 2008 წლის სეზონის ბოლო რბოლის ბოლო მოსახვევში მოიპოვეს. თუ ამ გამარჯვებას ამოვიღებთ, აღმოჩნდება, რომ საჩემპიონო სეზონი დიდი ხნის წინ ჰქონდათ“, - ამბობს ალონსო.
ის და ჰამილტონი 2007 წლის სეზონში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრიტანელისთვის ეს სადბიუტო სეზონი იყო, რომელშიც ტიტულოვან თანაგუნდელს ტოლი არაფერში დაუდო, რითაც მის თავმოყვარეობას შეეხო. თუმცა, მას შემდეგ შერიგდნენ და ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან.
ალონსო ამბობს: „ადრე მითქვამს, რომ ლუისი ერთადერთია, ვისაც მოგება მაშინაც კი შეუძლია, როდესაც მისი მანქანა არაა საუკეთესო. სხვები იგებენ, თუ მანქანა ამის საშუალებას აძლევთ, მაგრამ თუ მანქანა მომგები არაა, მაშინ ვერაფერს იგებენ“.
ჩვენი მხრივ დავამატოთ, რომ ალონსოსაც, არცთუ საუკეთესო მანქანით, არაერთი რბოლა აქვს მოგებული...



ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს


No comments:

Post a Comment