Wednesday, December 2, 2009

”ბენტლი” ”მულსეინს” 2010 წელს გამოუშვებს
Bentley Mulsanne to Be Launched in 2010
2 დეკემბერი”ბენტლი” წარმოებისთვის სრულიად ახალ მოდელს - ზემდიდრულ ”მულსეინს” ამზადებს. ამ ავტომობილის კონცეპტუალურმა ვერსიამ ჯერ პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის დამსწრე საზოგადოება მოხიბლა, შემდეგ კი ფრანკფურტის შოუზეც მოხიბლა დამთვალიერებელი. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალ ინგლისურ კომპანიას მისი წარმოება გადაეწყვიტა.
”ბენტლი” აცხადებს, რომ ”მულსეინის” პროექტირებისას, ინჟინრები არანაირ კომპრომისზე არ წასულან. ყველაფერი იმისთვის კეთდებოდა, რომ ახალი ლიმუზინი მაქსიმალურად კომფორტული და ტემპერამენტიანი გამოსულიყო, რათა ამ კლასის ისეთი სუპერ ვარსკვლავის კონკურენცია შესძლებოდა, როგორიც ”როლს როისის” ”ფანტომია”. ამიტო, საორიენტაციო ფასი - 348 424 დოლარი ის ზღვარი არაა, რომელიც ამ ავტომობილის პოტენციურ მყიდველს დააშინებს.
”ამ ეტაპზე ძალიან ბევრი გამოხმაურება გვაქვს მიღებული, რომლებშიც პოტენციური მყიდველი ”მულსეინით” დაინტერესებას გამოხატავს. ბევრი მათგანი ქრიუში, ჩვენს საწარმოში ექსკურსიაზე მივიწვიეთ. ჩვენ აღფრთოვანებულნი დავრჩით ბევრი ენთუზიასტის, განსაკუთრებით კი ამერიკელების გამოხმაურებებით. ეს კი მაშინ მოხდა, როდესაც ამ ავტომობილის ტურს ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში ვატარებდით”, - ამბობს ”ბენტლი მოტორსის” გაყიდვებისა და მარკეტინგის საბჭოს წევრი სტიუარტ მაკკალოფი.
”ბენტლი” თავისი ახალი ავტომობილის წარმოებას ქრიუში, გაზაფხულზე დაიწყებს. ამისათვის ქრიუს ქარხანა მოდერნიზაციას გადის. კომპანია მყიდველს ”მულსეინისთვის” ძარის 114 ფერს, ხალიჩების 21 ფერს, 9 სახეობის ხის დეკორატიულ დეტალებს და 24 სახის ტყავს შესთავაზებს. მოკლედ, ეს ჩამონათვალი აშკარად მიგვანიშნებს, რომ ”მულსეინისთვის” აქცენტი კომფორტსა და მდიდრულობაზე კეთდება.
ყოველი ”მულსეინი” ხელით აეწყობა. თითოეულის დასამზადებლად კი 9 კვირა იქნება საჭირო. კომპანია აცხადებს, რომ ამ ავტომობილით ხორცი შეესხმება ”ბენტლი მოტორსის” დამაარსებლის, უოლტერ ოუენ ბენტლის ხედვას, რომლის მიხედვითაც, ”კარგი და სწრაფი ავტომობილი საუკეთესოა თავის კლასში”!

No comments:

Post a Comment