Friday, December 4, 2009

”ფოლკსვაგენის” ”ახალი ხოჭოს” ბოლო გამოცემა
Volkswagen New Beetle Final Edition
4 დეკემბერილოს ანჯელესში გახსნილ საავტომობილო შოუზე, ”ფოლკსვაგენმა” თავისი პოპულარული მოდელის, ”ახალი ხოჭოს” სპეციალური ვერსია - ”ფაინალ ედიშნ” წარმოადგინა.
ეს ავტომობილი კუპესა და კაბრიოლეტის ძარებითაა შემოსილი და მას მხოლოდ 3 000 ცალს დაამზადებენ. სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ლეგენდარული ავტომობილის ბოლო გამოცემაა, რის შემდეგაც მისი წარმოება შეწყდება, მის ნაცვლად კი ბაზარს ალბათ კიდევ ერთი, მესამე თაობის ხოჭო მოევლინება. თუმცა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
ბოლო გამოცემის ”ახალი ხოჭო” 2.5-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 150 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან უნისონში კი 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი (სერია ტიპტრონიკი) მუშაობს.
ბოლო გამოცემის ”ახალი ხოჭო” სპორტული საკიდარითაა აღჭურვილი და 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც მსუბუქი შენადნობებისგანაა დამზადებული. ავტომობილი ღია ცისფერში, ან თეთრ ფერშია გამოწყობილი. კუპეს სახურავი შავია, კაბრიოლეტისა კი თეთრია.
”ახალი ხოჭოს” ბოლო გამოცემის კუპეს ვერსიის სასტარტო ფასი ამერიკაში 20 240 დოლარია, კაბრიოლეტისა კი - 27 170 დოლარი.

No comments:

Post a Comment