Wednesday, October 13, 2010

პეჟო 508

200 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ”პეჟოს” პარიზში მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილები არ გამოუფენია. მისი სტენდის ერთ-ერთი ვარსლკვლავი, წინასერიული სედანი 508 იყო, რომელსაც მალე კომპანიის ბესტსელერობას უწინასწარმეტყველებენ. მასზე პატარა წინამორბედ 407-თან შედარებით, ის წონში შემცირებულია, ინტერიერი კი გაზრდილი აქვს.

ამ ავტომობილისთვის რვა ძრავია გათვალისწინებული, რომელთაგან ხუთი დიზელზე მუშაობს, სამი კი - ბენზინზე. ძრავებთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 5 და 6-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფები. ამასთან, ფრანგული კომპანია გვპირდება, რომ მალე ამ ავტომობილს დიზელ-ელექტრული ჰიბრიდული ძალური დანადგარითაც (ასეთს ქროსოვერ 3008 ჰიბრიდ4-ზე იყენებს) აღჭურვავს.

ლომები ახალი ავტომობილის გაყიდვას გაზაფხულზე დაიწყებენ. 508 კონკურენციას პირველ რიგში, ”ფოლკსვაგენ პასატს” და ”კია ოპტიმას” გაუწევს.

No comments:

Post a Comment