Sunday, June 19, 2011

„პორშე პანამერა“ დიზელის ძრავით - 6.3 ლიტრი 100 კილომეტრზე

New Porsche Panamera Diesel Returns 6.3lt/100km or 37.3mpg
19 ივნისი
„პორშეს“ ისტორიაში პირველი სედანისძარიანი ავტომობილი, სახელად „პანამერა“, დიდი პოპულარობით სარგებლობს და მალე ის ალბათ კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან გერმანული კომპანია თავის მყიდველს, ამ ავტომობილს დიზელის ეკონომიური ძრავითაც შესთავაზებს.

ეს იქნება „პანამერას“ ყველაზე ეკონმიური ვერსია. ის „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში პოპულარული 3.0-ლიტრიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და ელექტრონულად მართვადი, ფრთების ცვალებადპ გეომეტრიის მქონე ტურბოკომპრესორი ემსახურება.
ექვსცილინდრიანი აგრეგატი მაქსიმუმ 250 ცხენის ძალას (3800-4400 ბრ/წთ დიაპაზონში) და 550 ნიუტონმეტრს (1750-2750 ბრ/წთ დიაპაზონში) გამოიმუშავებს. ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია (ტიპტრონიკ S) დაკავშირებული. სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის სისტემა სტარტ-სტოპი. ძრავის მიერ გამომუშავებული მბიძგველი ძალა კი მხოლოდ უკანა წამყვან ბორბლებს მიეწოდობა.
როცა დიზელისძრავიანი „პანამერა“ სტანდარტულ საბურავებზე დგას, კომბინირებული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 6.5 ლიტრი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 172 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. მაგრამ თუ შემცირებული წინააღმდეგობის მქონე საბურავებზე დადგება, მაშინ საწვავის ხარჯი 6.3 ლიტრამდე, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი 167 გრამამდე შემცირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილს 80-ლიტრიანი ავზი აქვს, შეიძლება მარტივად გამოვთვალოთ, რომ დიზელისძრავიანი „პანამერა“ ერთი სავსე ავზით, 1200 კილომეტრს გაივლის.
შედარებისთვის, ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „პანამერა“, რომელიც ბენზინის 333-ცხენისძალიანი V6 TSI ძრავით და 47-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, 100 კილომეტრზე 6.8 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ატმოსფეროს ყოველ კილომეტრზე 159 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.
„პორშე“ აცხადებს, რომ დიზელისძრავიანი „პანამერა“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 6.8 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 242 კმ/სთ-ს აღწევს.
დიზელისძრავიანი „პანამერას“ გაყიდვები აგვისტოში დაიწყება, მისი საბაზო ღირებულება კი გერმანიაში 80 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment