”დაიმლერი” და ჩინური BYD ელექტრომობილებზე ითანამშრომლებენ
Daimler CEO says EV JV with BYD will be key in China
20 ივნისი
”დაიმლერის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე და BYD-ის შეფი ვან ჩუანფუ პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმებისასმსოფლიოში პრემიუმ კლასის ავტომობილების მეორე უდიდესმა მწარმოებელმა, გერმანულმა ”დაიმლერმა” და ჩინურმა BYD-მა (ბილდ იორ დრიმს - შექმენი შენი ოცნება), რომელსაც ისეთი ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს, როგორიც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია, მაისის ბოლოს ჩამოაყალიბეს ერთობლივი საწარმო, რომლის მიზანიც, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების ერთობლივად წარმოებაა.
ერთობლივ საწარმოში მხარეებს 50-50 პროცენტი ეკუთვნით. ამასთან, მისთვის ჩინური კომპანია 600 მილიონი იუანის ($88 მილიონი) ინვესტიციას გაიღებს, დაიმლერი კი ტექნოლოგიურ მხარდაჭერას კისრულობს. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებით, გერმანული კომპანია თავისი გერმანელი მეტოქის, ”ბეემვესთვის” კონკურენციის გაწევას ცდილობს.
BYD E6
..........................................
ბავარიელებმა უფრო ადრე, ჩინურ ჰოლდინგ ”ბრილიანს ჩაინა აუტომოტივთან” ერთად, ჩამოაყალიბეს ერთობლივი საწარმო, რომლის მიზანსაც ასევე ელექტრომობილების წარმოება წარმოადგენს. ამ ერთობლივი საწარმოს მთავარი მიზანიც ჩინური ბაზრის ელექტრომობილების მომარაგებაა. თუმცა, ის ასევე საქალაქო ელექტრომობილის სხვა ბაზრებისთვის წარმოებასაც ითვალისწინებს.
ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის ხუთ ქალაქში დაიწყო პილოტური პროგრამა, რომლის მიზანსაც ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების პროპაგანდა-პოპულარიზაცია და რაც მთავარია, მათი გაყიდვების სოლიდური შეღავათებით წახალისება წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ცისქვეშეთის ქვეყნის გზებზე, მალე მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების მეოთხედი ივლის.
”ჩინეთი ყველანაირად ცდილობს, რომ ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი გახდეს. ასეთი სურვილი სხვა ქვეყნებსაც ექნებოდათ, მაგრამ მათი ბაზრები გაყიდვების მოცულობების მხრივ, ჩინეთს მცირე კონკურენციასაც ვერ გაუწევენ”, - ამბობს J.D. პაუერის ბანგკოკური განყოფილების ანალიტიკოსი ბენ აშერი.
BYD-მა, რომელიც ნაწილობრივ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია ”ბერკშირ ჰეტუეის” კუთვნილებაა, ბენზინ-ელექტრული პლაგ-ინ ჰიბრიდების წარმოება მსოფლიოში პირველმა, ორი წლის წინ დაიწყო. სხვათა შორის, BYD-მა შარშან გერმანულ ”ფოლკსვაგენთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ორ კომპანიას ჰიბრიდული და ელექტრული მოდელების წარმოების საქმეში, პარტნიორობის ვარიანტები უნდა შეესწავლა.
მალე BYD-ი ელექტრომობილ E6-ის მასობრივ წარმოებას დაიწყებს. მას კი პირველ რიგში, ჩინეთის და შემდეგ ამერიკის ბაზარზე გაიტანს. ეს წელს მოხდება, მერმისს კი კომპანია ამავე ავტომობილს ევროპელ მყიდველსაც შესთავაზებს. ქალაქ შენჯენში, სადაც BYD-ის მთავარი ოფისია ბაზირებული, მალე ტაქსის რანგში მუშაობას ცალი ელექტრომობილი E6 დაიწყებს. სხვათა შორის, 40 ცალ E6-ს შენჯენის ტაქსომოტორის ოპერატორი უკვე იყენებს. ოღონდ, ეს ავტომობილები ჩინურმა კომპანიამ სპეციალურად, სარეკლამო მიზნებისთვის, სერიული წარმოების დაწყებამდე დაამზადა.
No comments:
Post a Comment