Sunday, June 26, 2011

„ბუგატიმ“ ბოლო „ვეირონი“ ევროპაში გაყიდა

Last Bugatti Veyron 16.4 Sold to European Customer
26 ივნისი
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია „ბუგატის“ ახალი მოდელის შესახებ, რომელსაც ჯერჯერობით „გალიბიერის“ სახელთ ვიცნობთ, თუმცა ბაზარზე ის ალბათ „როიალის“ სახელთ წაესდგება. იმავდროულად, ყველამ იცოდა, რომ ძალიან მალე, ფრანგული კომპანია, რომელიც „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შედის, „ვეირონის“ წარმოებას შეწყვეტდა, ავტომობილისა, რომლითაც „ბუგატიმ“ მეორე ცხოვრება დაიწყო.

და აი, „ბუგატი“ აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო „ვეირონი“ ევროპელმა მომხმარებელმა შეიძინა, რომელიც თავის 1000-ცხენისძალიან ჰიპერ ავტომობილს ერთი წლის შემდეგ მიიღებს. ამგვარად, მილიონერებს და რეპერებს, რომლებიც მილიონნახევარ ევროს მარტო ერთ ავტომობილში იხდიდნენ, ახლა სხვა მსგავსი ავტომობილის ძებნა მოუწევთ. შესაძლოა, ასეთად მათ „პაგანის“ ავტომობილები, ან „ლამბორგინის“ უიშვიათესი მოდელები გამოადგეთ. ან ბაზარზე მეორადი „ვეირონის“ გამოჩენას დაელოდონ.
ფაქტია, რომ „ბუგატის“ თავიდანვე მხოლოდ 300 ცალი „ვეირონის“ წარმოება ჰქონდა განზრახული და ამ გეგმას სულ შვიდი წელი მოანდომა. და რამდენადაც ამ ავტომობილის წაროება შეწყდა, მასზე ფასები არნახულად გაიზრდება. თუ რამდენად, ამას მომავალი აუქციონები გვიჩვენებს.
ამასთან, სანამ ბაზარზე „როიალი“ გამოვა, „ბუგატი“ მყიდველს „ვეირონის“ ღია ვერსიაც სთავაზობს, მათ შორის, „გრანდ სპორტს“ (ფოტოზე), რომლის მაქსიმალური სიჩქარე, როცა სახურავი დახურულია, 407 კმ/სთ-ს აღწევს (როცა სახურავი მოხსნილია, სიჩქარე 360 კმ/სთ-მდე მცირდება). არადა, „მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ამ ავტომობილს ჯართის გროვას უწოდებს...

No comments:

Post a Comment