Friday, June 24, 2011

„ვოლვო“ ელექტრული C30-ის წარმოებას იწყებს

Volvo C30 EV production kicks off
24 ივნისი
„ვოლვო“ მალე ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. შვედურ კომპანიას ამისათვის ბელგიის ქალაქ გენტის ქარხანა აქვს შერჩეული, თუმცა მანამდე, ავტომობილის ელექტრული აგრეგტების და მათთან ერთად, მათი მაკონტროლებელი ელექტრონული სისტემების (დრაივE) აწყობა შვედეთში, გოთენბურგის ქარხანაში მოხდება.

წარმოება მცირესერიულია. ერთი წლის განმავლობაში, სულ 250 ცალი ელექტრული C30 დამზადდება და მათ წინასწარ შერჩეული მყიდველი (ძირითადად კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები), ლიზინგით მიიღებს. აქედან პირველ ათ ელექტრომობილს, შვედური ენერგეტიკული კომპანია „გოთენბურგ ენერჯი“ შეიძენს. კომპანიის სპეციალური ავტომობილების დეპარტამენტის შეფი ლენარტ სტეგლანდი ამბობს, რომ პირველი 50 ცალი საცდელი ელექტრომობილის გამოცდებმა წარმატებით ჩაიარა და რომ სიძვირის მიუხედავად, მყიდველი ენთუზიაზმით ეკიდება ბაზარზე ასეთი ავტომობილების გამოჩენას. ამიტომ, არაა გამორიცხული, რომ ელექტრომობილის წარმოების მოცულობა გაიზარდოს.
„ვოლვო C30 EV“ სუფთა ელექტრომობილია. ის 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტებისგან ღებულობს. ელემენტების ბლოკის ტევადობა 24 კილოვატსაათია, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით, ავტომობილმა 150 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე (ენერგიის ეკონომიურად მოხმარების მიზნით), 130 კმ/სთ-ითაა შეზღუდული.

No comments:

Post a Comment