Friday, June 24, 2011

„ლოტუსი“ სუბკომპაქტურ “ეთოსს“ გამოუშვებს

otus to build Ethos mini with Proton
24 ივნისი
როგორც ბრიტანული გამოცემა „ქარ“ გვატყობინებს, სამ წელიწადში, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია „ლოტუსი“, საქალაქო სყბკომპაქტურ ავტომობილს გამოუშვებს. ავტომობილი, რომლის სახელადაც შერჩეულია „ეთოს“ (ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და ავტომობილის სახელი ე-ზე იწყება), „ლოტუსის“ მფლობელ მალაიზიურ „პროტონთან“ ერთადაა შემუშავებული. ამასთან, ახალი ავტომობილი ევროპაში „ლოტუსის“ მარკით გაიყიდება, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში კი - „პროტონის“ სახელით.

„ლოტუსის“ მთავარი აღმასრულებელი დენი ბაჰარი ამბობს, რომ პატარა ავტომობილი ელექტროძრავით, ან ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. ავტომობილის აწყობა „პროტონის“ მალაიზიურ ქარხანაში მოხდება, ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი ეგზემპლარები კი სრულყოფის კურსს ნორფოლკში, „ლოტუსის“ საწარმოში გაივლის. ჯერ დაზუსტებული არაა, რამდენ ავტომობილს გამოუშვებს „პროტონი“ სამაგიეროდ ცნობილია, რომ „ლოტუს ეთპსი“ წელიწადში მხოლოდ 1 500-1 800 ცალი დამზადდება. ევროპაში ამ ავტომობილის ფასი 50 000 დოლარის ექვივალენტური იქნება.
ამ პატარა ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია, სახელად „სიტი ქარ“, პარიზის შარშანდელი მოტორ შოუს დამთვალიერებელმა იხილა. ეს არის უკანა ამძრავიანი სამკარიანი ავტომობილი, ჩასაჯდმი ფორმულით 2+2. ის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც 71-ცხენისძალიანი ელექტროძრავი და ბენზინზე მომუშავე სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანი ძრავია (47 ცხენის ძალა) გაერთიანებული. შიდაწვის ძრავთან ერთსაფეხურიანი სისტემა და ელექტრო გენერატორია შეწყვილებული, ელექტროძრავს კი ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს.
მარტო აკუმულატორში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 60 კილომეტრი გაიაროს, შიდაწვის ძრავისა და გენერატორის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია (საწვავის ავზის გათვალისწინებით) კი „სიტი ქარს“ 500 კილომეტრს გაატარებს. ამასთან, ავტომობილი თავისი გარეგნობის შესაფერისი ტემპერამენტითაც გამოირჩევა: ადგილიდან 50 კმ/სთ-ს ასაკრეფად მას 4.5 წამი სჭირდება, ასამდე აჩქარების დრო კი 9 წამამდე იზრდება. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 170 კმ/სთ-ია.
„ლოტუს ეთოსის“ კონკურენტი ბაზარზე „ასტონ მარტინის“ ჯუჯა „სიგნიტი“ იქნება.

No comments:

Post a Comment