Friday, June 24, 2011

„ფორდი“ „ლინკოლნის“ გადარჩენას ცდილობს

Ford pumping $1 billion into Lincoln revival
24 ივნისი
დეტროიტული დიდი სამეულიდან, „ფორდ“ ეკონმიკურ კრიზისს ყველაზე იოლად და რაც მთავარია, დამოუკიდებლად დაუძვრა, თუმცა ეს მაინც საკმაოდ ძვირად უჯდება - მისი ლუქსის კლასის ბრენდი „ლინკოლნ“ ვერაფრით ახერხებს გაყიდვების გაუმჯობესებას.

ეს იმ დროს, როდესაც კონკურენტი „ჯენერალ მოტორსის“ „კადილაკი“ თანდათან იბრუნებს დაკარგულ პოზიციებს, „ბიუიკმა“, რომელიც ხნიერთა შესაფერისი ავტომობილების მწარმოებლის სახელით იყო ცნობილი, რადიკალურად შეიცვალა იმიჯი. ასე განსაჯეთ, „კრაისლერი“ და მისი ახალი ნათესავი „ლანჩა“, ერთმანეთს ფეხის ახლიდან ადგმაში ეხმარებიან...
„ლინკოლნის“ საქმე კი სულ უკან და უკან მიდის. „თაუნ ქარის“ და „ნავიგატორის“ მსგავსი ბეჰემოთების დრო წავიდა და „ლინკოლნიც“ ვერაფრით ახერხებს თანამედროვე ტენდენციისათვის ფეხის აყოლებას - მისი რამდენიმე ახალი პროდუქტი ბაზარმა ცივად მიიღო. საქმე იქამდც კი მივიდა, რომ სპეციალისტთა შეფასებით, წელს მისი გაყიდვები 80 000 ერთეულამდე დაეცემა. ეს კი კატასტროფაა...
„ფორდს“ შემუშავებული აქვს „ლინკოლნის“ გადარჩენის გეგმა, რომელიც 2015 წლამდე ამ ბრენდის გაყიდვების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამისათვის კი დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს. ამ ფულით კი რამდენიმე ახალი მოდელის წარმოება იგეგმება. სამაგიეროდ, მომავალი არ აქვს „ნავიგატორს“ და ქროსოვერ MKT-ს. სამაგიეროდ, „ლინკოლნის“ მარკით გამოვა „ფორდ ფოკუსის“ პლატფორმაზე C-სეგმენტის სედანს და ქროსოვერს, ასევე უფრო დიდ სედან MKS-ს გამოუშვებს. ამ ავტომობილებზე „ლინკოლნის“ ინჟინრები უკვე მუშაობენ. ასევე გეგმაშია „ფორდ ექსპლორერის“ ლუქსის ვერსიის წარმოება.
გარეგნობის გარდა, „ლინკოლნის“ ავტომობილები „ცისფერი ოვალის“ მოდელებისგან, მდიდრული გაფორმებით, უფრო მძლავრი ძრავებით და მრავალფეროვანი საბაზო აღჭურვილობით უნდა განსხვავდებოდეს. შესაბამისად, ისინი უფრო ძვირიც ეღირება. საბოლოო ჯამში, „ლინკოლნი“ გერმანული პრემიუმ ბრენდების რეალურ კონკურენტად უნდა იქცეს.

No comments:

Post a Comment