Friday, July 1, 2011

„მაკლარენი“ „ფერარის“ და „ლამბორგინის“ შევიწროებას აპირებს

McLaren to Spend $1 billion to Challenge Ferrari and Lamborghini
30 ივნისი
„ლოტუსის“ შემდეგ, სუპერ ავტომობილების იტალიელ მწარმოებლებზე კბილების ლესვას კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია - „მაკლარენი“ შეუდგა, რომელმაც თავისი პირველი შოურუმუ ლონდონში ახლახანს გახსნა. „მაკლარენი“ ფორმულა 1-ში მეორე ყველაზე წარმატებული გუნდია (ფერარის შემდეგ) და სურს, რომ იქ მოპოვებული პოპულარობა, საგზაო ავტომობილების წარმოებაშიც გამოიყენოს.

სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას, „მაკლარენის“ მმართველმა დირექტორმა ენტონი შერიფმა განაცხადა, რომ „მაკლარენს“ უახლოეს პერიოდში 1 მილიარი დოლარის ინვესტიციის განხორციელება აქვს განზრახული. ეს ფული მოხმარდება როგორც სადილერო ქსელის მოწყობა-განვითარებას, არამედ ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და ახალი მოდელების შემუშავებასაც.
სულ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, 13 ახალი ავტომობილის და მათი მოდიფიკაციების გამოშვებაა დაგეგმილი. მართალია, მათ შესახებ შერიფი არაფერს აკონკრეტებს, თუმცა არ მალავს, რომ ამ ავტომობილების დახმარებით, მისი კომპანია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ფერარის“ და „ლამბორგინის“, რომლებიც სპორტული სუპერ ავტომობილების სეგმენტში დოინირებენ.
„ჩემთვის ფანტასტიკური გამოწვევაა კონკურენციით გაჯერებულ ბაზარზე პირველი ნაბიჯის გადადგმა“, - ლონდონის შოურუმის გახსნის შემდეგ, ბლუმბერგის ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა „მაკლარენის“ აღმასრულებელმა თავმჯდომარე რონ დენისმა.
„მაკლარენმა“ 320 მილიონი დოლარი მოახმარა მოდელ MP4-12C-ს წარმოებისთვის მომზადებას. ამ ავტომობილით, რომელიც 200 000 დოლარი ღირს, „ფერარი 458 იტალიას“ პირდაპირი კონკურენტია. ახლახანს კი „მაკლარენმა“ ამ მოდელის სარბოლი ვერსიაც წარმოადგინა, რომელიც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი ეღირება.
„მაკლარენ MP4-12C“ იმდენად პოპულარულია, რომ მასზე მთელს მსოფლიოში უკვე გრძელი რიგებია - თუ მის შეძენას დღეს მოინდომებთ და ფულსაც გადაიხდით, სასურველ ავტომობილს მხოლოდ სამი წლის შემდეგ მიიღებთ. ეს კი იმის შედეგია, რომ ინგლისური კომპანია წელიწადში 1000 ცალზე მეტი MP4-12C-ის წარმოებას არ აპირებს. ამასთან, ეს რიცხვი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მცირედით შეიძლება შეიცვალოს.

No comments:

Post a Comment