Friday, July 29, 2011

პარასკევი ჰამილტონისაა

Hamilton quickest in both sessions
29 ივლისი

ლუის ჰამილტონი (ფოტოზე) გერმანიაში დაწყებულ საქმეს უნგრეთშიც აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, პარასკევის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე, მას საუკეთესო შედეგები ჰქონდა. პირველ სესიაზე ჩემპიონატის ლიდერსა და მოქმედ ჩემპიონ სებასტიან ფეტელს აჯობა, მეორედ კი - ფერნანდო ალონსოს.

აღსანიშნავია, რომ ალონსოს, ვისაც უნგრეთში 30 წელი შეუსრულდა, მეორე სესიის მოგების რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ჰამილტონმა ბოლოს მაინც აჯობა. სხვათა შორის, ბრიტანელ პილოტს ჰუნგარორინგზე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული და რა გასაკვირია, რომ ამ ტრასას ყოველთვის აქებს.
პირველ სესიაზე ავარია მოუვიდა მარკ უებერს, რომელმაც ერთ-ერთ მოსახვევში, მანქანა ვერ დაიმორჩილა და ბარიერს შეასკდა. შეჯახებისას, მის მანქანას მხოლოდ წინა ფრთა დაუზიანდა. უებერმა გზაზე დაბრუნება შეძლო და ნელი სვლით გაეშურა ბოქსებისკენ.
ორივე სესიის შემდეგ, პირველ ექვსეულში ადგილები მხოლოდ სამი გუნდის - „მაკლარენის“, „ფერარის“ და „რედ ბულის“ პილოტებმა დაიკავეს. სამაგიეროდ, კვლავ ექვსეულის გარეთ დარჩნენ „მერსედესის“ და „რენოს“ პილოტები. ამ უკანასკნელში, პირველ სესიაზე, ნიკ ჰაიდფელდი ბრუნო სენამ შეცვალა, რომელიც მე-15 შედეგს დასჯერდა.

უნგრეთის დდ პრიზი
თავისუფალი პრაქტიკები
პირველი სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:23.350
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:23.564
3. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:23.642
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:23.666
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:23.772
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:24.115
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:24.250
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:24.369
9. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:24.620
10. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:25.093
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:25.113
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)          1:25.336
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდა)          1:25.357
14. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:25.836
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1:25.855
16. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:25.890
17. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:26.099
18. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:26.124
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:26.878
20. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                         1:27.352
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:28.533
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:28.903
23. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:29.059
24. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:29.904

მეორე სესია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:21.018
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 1:21.259
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:21.322
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:21.508
5. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:21.549
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:22.099
7. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:22.121
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:22.440
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            1:22.835
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:22.981
11. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:23.030
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:23.399
13. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1:23.679
14. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო)                          1:23.861
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:24.181
16. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1:24.182
17. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1:24.546
18. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)          1:24.878
19. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                        1:24.994
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1:25.447
21. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          1:26.823
22. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                1:27.261
23. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)            1:27.730
24. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                1:28.255

No comments:

Post a Comment