Friday, July 29, 2011

„ზაუბერმა“ კობაიაში და პერესი შეინარჩუნა

Sauber confirm Kobayashi and Perez for 2012
29 ივლისი
მარცხნიდან: გუტიერესი, ზაუბერი,
პერესი, მმართველი დირექტორი
მონიშა კალტენბორნი და კობაიაში
იაპონელი კამუი კობაიაში და მექსიკელი სერხიო პერესი მომავალ სეზონშიც „ზაუბერის“ ბოლიდებით იასპარეზებენ - ასე გადაწყვიტა შვეიცარული საჯინიბოს დამაარსებელმა და მფლობელმა პეტერ ზაუბერმა.

„ორივე მრბოლით ძალიან კმაყოფილები ვართ. კამუი ძალიან სწრაფად გახდა გუნდის ლიდერი, არადა ეს მისთვის მხოლოდ მეორე სრული სეზონია ფორმულა ერთში. მას ბევრი ისეთი საქმის გაკეთება უწევს, რასაც ჩვეულებრივ, გამოცდილი პილოტები აკეთებენ. გარდა იმისა, რომ მისი გამოსვლებით კმაყოფილები ვართ, ის პიროვნულადაც კარგი ადამიანია. კონტრაქტით, მისი გაგრძელების ოპცია ჩვენ გვეკუთვნოდა და მის გამოყენებაზე ბევრი არც გვიფიქრია“, - ასე ახასიათებს იაპონელ პილოტს ზაუბერი, ვინც საქებარ სიტყვებს არც მექსიკელი დებიუტანტისთვის იშურებს:
„სერხიოს მოყვანით, ჩვენ გარკვეული რისკი გავწიეთ, თუმცა მან ძალიან სწრაფად დაგვიმტკიცა, რომ ჩვენს ნდობას იმსახურებდა. ის სწრაფი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტაბილური პილოტია და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს“.
გუნდში რჩება ტესტ და სარეზერვო პილოტი მექსიკიდან, ესტებან გუტიერესი. ზაუბერი ამბობს, რომ ამ პატარა ბიჭს არსად გაშვებას არ უოირებს და მას საპრიზო ბოლიდს მაშინ ჩააბარებს, როცა ამისათვის ყველანაირად მზად იქნება..
მიმდინარე სეზონში კობაიაშის 27 ქულა აქვს მოგროვებული და პირად ჩათვლაში მე-11 ადგილი უკავია. ჯერ მხოლოდ 11 ქულა აქვს პერესს, რომელსაც ტრასმის გამო, მონაკოს ეტაპის გაცდენა მუხდა.

No comments:

Post a Comment