Friday, July 29, 2011

„ჰიუნდაი ეკუსი“ - ყველაზე მიმზიდველი ავტომობილი ამერიკაში

Most Appealing Brands and Vehicle Models for U.S. Consumers
29 ივლისი
გარდა იმისა, რომ ყოველწლიურად, ავტომობილების საიმედობის გამოკვლევას ატარებს, სააგენტო „J.D. პაუერ ენდ ესოშიეიტსი“ ასევე სხვა კვლევების ორგანიზატორიცაა, რომელთა მიზანიც, ყველაზე მიმზიდველი საავტომობილო ბრენდების და მოდელების გამოვლენაა.

მიმზიდველობის კვლევისას ირკვევა, რა მოსწონთ მყიდველებს თავიანთ ავტომობილებში და რა - არა. შესაბამისად, ისინი საკუთარი ავტომობილების შესაძლებლობებს აფასებენ. საერთო ჯამში, თავიანთი ავტომობილების 80 სხვადასხვა თვისების შეფასება უწევთ. რა თქმა უნდა, კვლევის საბოლოო შედეგები ხშირად მოსალოდნელ შედეგებს იძლევა, ხშირადაც ყველაფერი პირიქითაა.
ასე მოხდა ამჯერადაც. ბრენდების მიმზიდველობის შეფასებისას, გამოკითხულთა ფავორიტად „პორშე“ გამოიკვეთა, რომელსაც მიჰყვნენ „იაგუარი“, „ბეემვე“, „ლენდ როვერი“ (მიუხედავად იმისა, რომ საიმედობის შეფასებისას, ამ მარკამ ერთ-ერთი უკანა ადგილი დაიკავა), „აუდი“ და „მერსედესი“. მეორე მხრივ, ყველაზე ნაკლებად მიმზიდველი ბრენდების წოდება „სუძუკის“, „ნისანს“, „ჯიპს“, „სუბარუს“ და „ჰონდას“ ერგოთ.
სიურპრიზები დაფიქსირდა ინდივიდუალურ მოდელებს შორის. ყველაზე დიდი მოულოდნელობა პრემიუმ სეგმენტის დიდ სედანებს შორის დაფიქსირდა, სადაც მოწინავე ადგილი „ჰიუნდაი ეკუსს“ (ფოტოზე) ერგო. ამან უკან მოიტოვა ამ სეგმენტის ისეთი „ზვიგენები“, როგორებიცაა „მერსედეს ბენცის“ S-კლასი, „აუდის“ A8, „ბეემვეს“ მე-7 სერია და „ლექსუსის“ LS. უფრო მეტიც, „ჯეი.დი. პაუერის“ კვლევის შედეგად, „ჰიუნდაი ეკუსმა“ სხვა სეგმენტების ავტომობილებზე მეტი ქულაც კი დააგროვა და „აბსოლუტური“ გამარჯვებული გახდა.
მოულოდნელობა დაფიქსირდა საშუალო კლასის სეგმენტშიც, სადაც „სუძუკი კიზაშიმ“ უკან ჩამოიტოვა „ჰიუნდაი სონატა“ და „კია ოპტიმა“. არადა, კორეული ავტომობილები ამერიკაში ძალიან კარგად იყიდება. აქ კურიოზია ისიც, რომ „სუძუკის“ ბრენდების კატეგორიაში ბოლო ადგილი აქვს დაკავებული.
შესაბამის კატეგორიებში, სამ-სამი აღიარება მოიპოვეს „ბეემვეს“ და „დოჯის“ ავტომობილებმა. „ფორდს“ და „ჰონდას“ ორ-ორი აღიარება ერგოთ.

No comments:

Post a Comment